აი ვისაც ხმელი წიფლის დახასიათება გინდათ!!!

აი ვისაც ხმელი წიფლის დახასიათება გინდათ!!!

კითხვა N1000700 0 პასუხი დღესდღეობით ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი რომელიც ბუნების მოყვარულია. ასეთი ადამიანები რათქმაუნდა ძველადაც არსებობდნენ.ერთ-ერთი ბუნების შვილი იყო “ვაჟა-ფშაველა” მის მოთხრობებს  შორის ერთ-ერთი არის “ხმელი წიფელი” სადაც ხმელი წიფელია ამეტყველებული. დაბურულ ტყეში სხვა ხეებისაგან განსხვავებით ბებერი და ტანში გადატეხილი წიფელი იდგა. მას ახალგაზრდა ხეები დასცინოდნენ და თავს ამეტებდნენ. საბრალო წიფელი! ერთი დრო იყო რომ ისიც გაბარჯღული იდგა  “ქოხივით ეხურებოდა” მთელს ტყეს. არწივი მის კენწეროზე ისვენებდა ახლა კი სულთამბრძოლი წაქცევაზეა. ტანზე რამდენიმე ადგილას გამხმარი ქერქი ასძრობოდა.ჭიაც ბევრი განა ყველა რაც ხმელია კაცთაგან საწუნარია?! ათას ცოცხალსა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია”. წიფელი თავისთვის დგას და არავის არ უგდებს ყურს.იგი კეთილი და თავმდაბალი ადამიანის განსახიერებაა. ამ მოთხრობით მწერალს სურს გადმოგვცეს რომ არასდროს არ დავუშვათ ისეთი შეცდომა როგორიც ახალგაზრდა ხეებმა.