როგორ გადავიტანო? რჩევა-დარიგება...

როგორ გადავიტანო? რჩევა-დარიგება...

კითხვა N1000783 7 პასუხი 10 წლის ოთხფეხა მეგობარი მყავს, ჩემი ბედნიერებაა. მასზე თბილი არავინ მეგულება. სულ აფორიაქებული ვარ ბოლო დროს, იმაზე ფიქრით, რომ დადგება დრო და ჩემი ცუგა აღარ მეყოლება. ეს ნორმალურია? თუ მე ვარ უცნაური? ვისაც გამოგიცდიათ, საყვარელი ძაღლის სიკვდილი ან ვისაც ახლა გყავთ სახლში ერთგული მეგობარი, რას მირჩევთ, ან თქვენ რას გრძნობთ? მე ძილის წინ მეტირება ხოლმე, ისე ძლიერად, თითქოს გული ჩამწყდაო.. რა სათქმელი ეს არის, მაგრამ ბებიაც მყავს ხანშიშესული, თუმცა მის ამქვეყნიდან წასვლაზე თუ დავფიქრდი, ერთი ცრემლიც არ მივარდება თვალიდან. განა არ მიყვარს და ამის გამოხატვას ვცდილობ, ბებია ძალიან მიყვარს, მაგრამ შიშები მაინც და მაინც ჩემს ძაღლზე მაქვს და თითქმის სულ მეტირება, გული მტკივა მასთან განშორება რომ უნდა მომიწიოს.