კითხვა N10009631 პასუხიჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
ამ ლექსის მიხედვით ამ კითხვებზე პასუხი დამიწერეთ რა ძაან გთხოვთ :(
1) ილიას აზრით, რას უნდა ემსახურებოდეს პოეტი ?
2)რა ამოძრავებს მას ერის ნაკლოვანებების მხილებისას ?
3)საიდან ჩანს, რომ სიტყვას, მწერლობას, პოეტის აზრით უდიდესი ძალა აქვს ?
4)რატომ ამბობს პოეტი უარს "ტაშზე" ანუ დიდებაზე? როგორი მკითხველის სჯერა მას?
5)რატომ უნდა იყოს პოეტი უშიშარი ?
6)იმსჯელეთ რატომ არის სიმართლის თქმა ძნელი