გამარჯობა. თითქმის ყოველდღე ვიგებ, ( როგორც ალბათ ყველა თქვენგანი) რომ თინეიჯერმა გოგომ ან ბიჭმა თავი მოიკლა. მზარავს. სხვისი არ ვიცი და მე პირადად საგონებელში ვარ ჩავარდნილი, რა ხდება საქართველოში. ძილის წინაც კი სულ ამაზე მეფიქრება. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ყველას დალხენილი ცხოვრება არ აქვს და ზოგი მოზარდი ცხოვრებას, უნდა თუ არა, ნაცრისფერ ფერებში ხედავს, მაგრამ სიკვდილზე ცუდი რა არის? აი, ეს კითხვა მაქვს. რა პრობლემა აქვთ ასეთი, რომ ურჩევნიათ, ბოდიში ცუდი თქმისთვის და.. ტვინი დაასხან მეცხრე სართულიდან.. არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ მაღალი სართულიდან გადმოვარდნილი ადამიანი ცოცხალი გადარჩა მაგრამ ან ბრმა, ან ინვალიდი ან სრულიად უნარშეზღუდული და ა.შ. გახდა. ვიცი, რომ ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი ფსიქიკა აქვს, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, მე როგორი ვარ: მე პირადად, თუნდაც ისე გავუბედურდე, რომ შემძულდეს სიცოცხლე და სიკვდილი შვებად მეჩვენებოდეს, თავს მაინც არ მოვიკლავ, იმიტომ რომ მინდა, დედაჩემი იყოს სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი ქალი. მინდა ჩემი და და ჩემი ძმა იყვნენ ლაღი ადამიანები. მამაჩემი და ა.შ. ვისაც ვუყვარვარ.. რატომ გავაუბედურო ისინი? ვიღაც იტყვის, შენ ალბათ მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახი გყავს და ყველას ეგ ბედი კი არ აქვსო. დიახ, ეს მეც მიფიქრია, მაგრამ ნახეთ: ახლახან, ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა და თავისმა ძმამ ეს რომ გაიგო, ვერ გადაიტანა, მანაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. რამდენიმე დღის წინ, 18 წლის ბიჭმა თავი გადმოიგდო მეცხრე სართულიდან და დედამისმა ეს რომ გაიგო, დაუფიქრებლად ავიდა მაღალ სართულზე და მანაც თავი მოიკლა. მოკლედ, ვერ ვხვდები, სიკვდილი რანაირად ესახებათ გამოსავლად? ვინმემ იქნებ ამიხსნათ. ნახეთ, ორი ვარიანტი არსებობს: სიკვდილის შემდეგ ან ვქრებით, ანდა საიქიო ცხოვრება არსებობს და იქ მივდივართ; თუ გავქრებით და აღარასდროს დავბრუნდებით, უბრალოდ მიწად ვიქცევით, ამაზე ცუდი რა არის? ცხოვრებაში სიხარულიც არსებობს და მწუხარებაც, ხოლო როცა არ არსებობ, არანაირი სიხარული აღარ არსებობს, აღარც სილამაზე, აღარც საყვარელი ადამიანების სითბო... რაც შეეხება საიქიოს- თუ ის არსებობს, მაშინ უდიდესი პროცენტით, მკვლელი ადამიანი, თანაც საკუთარი სიცოცხლის მომსპობი, ჯოჯოხეთში მოხვდება და ჯოჯოხეთი რომ ენით აუწერელ მარადიულ ტანჯვას ნიშნავს, ეს ყველამ ვიცით. P.S. მე აქ საუბარი არ მაქვს, ფსიქიურად გაუწონასწორებელ ადამიანებზე ან ადამიანებზე, რომლებმაც ასე რო ვთვათ "ტვინცხელ" მდგომარეობაში, აფექტის მდგომარეობაში მოიკლეს თავი. მე ვლაპარაკობ, ადამიანებზე, რომლებმაც ეს დაგეგმეს და აწონდაწონეს. დამეთანხმებით, ბევრი შემთხვევა წავიკითხეთ, რომ მოზარდებმა წერილები დატოვეს, სადაც ზოგი ბოდიშს იხდის, ზოგს კი უწერია, როგორ გეგმავდა, აი, აქ და ასე მოვიკლავ თავსო. გული მტკივა და წარმოდგენაც არ მინდა, რა ჯოჯოხეთურად ცუდადაა ის ადამიანი, რომელიც სიკვდილში შვებას ხედავს. მე თვითონ 19 წლის ვარ და მეცოდება ყველა ჩემი თანატოლი, რომელიც ასეთ მძიმე დეპრესიას ებრძვის. რატომ გახშირდა ასე ახალგაზრდების სუიციდი, ლამაზი, საღსალამათი, წარმატებული ახალგაზრდების სუიციდი.