გთხოვთ, შემოდით.. ძალიან მჭირდება რჩევა ამაზე

გთხოვთ, შემოდით.. ძალიან მჭირდება რჩევა ამაზე

კითხვა N1001603 9 პასუხი

ვემზადები გამოცდებისთვის. ერთ-ერთ საგანში, მომზადებისას 6 მოსწავლე ვსხდებით ხოლმე ერთად, მოკლედ, ჯგუფურად გვამეცადინებს ეს რეპეტიტორი. იქ, საგაკვეთილო პროცესზე რაზე უნდა ვისაუბროთ, გარდა სასწავლო მასალისა? . მერე კი სახლებში მივდივართ. მეგონა ჩემი ჯგუფელებიც ამგვარი კომუნიკაციით შემოიფარგლებოდნენ, მაგრამ საქმე სულ სხვანაირად ყოფილა. 

მოგიყვებით და ძალიან გთხოვთ, რჩევა მომეცით. მასწავლებელმა მესინჯერში გააკეთა ჯგუფური ჩათი, იქ ვართ ექვსივე ჩასმული, და მხოლოდ იმაში ვიყენებთ რომ დავალებები ჩავანიშნინოთ ერთმანეთს და ა.შ. ამ ჯგუფში არავინ ჭორაობს და იქ სამეცადინოების გარდა არაფერი წერია. ამიტომ მეგონა, რომ ჩემს ჯგუფელებს ერთმანეთთან მიმოწერა არ ჰქონდათ, თან მასწავლებლის სახლშიც ყველა უცხოსავითაა ერთმანეთთან. თუმცა თურმე ჭურში ვიჯექი. საქმე რაშია: სულ სამი ბიჭი და სამი გოგო ვართ. მე და ერთ გოგოს ზუსტად ერთნაირი ტელეფონები გვაქვს, აი, ბოლომდე ერთნაირი. არც რაიმე ნაკაწრი არ აქვს რომელიმეს, რომ განასხვავო. ამის გამო, ერთ დღეს, როცა მასწმა გვითხრა, გაკვეთილი დასრულებულიაო, წამოვდექით, დავიწყეთ ჩქარ-ჩქარა ქურთუკების ჩაცმა, წიგნების და რვეულების ჩალაგება.. და ამ მზადებაში, ეტყობა გადაღლილობის გამო მე და იმ გოგოს ტელეფონები აგვერია. მე იმ გოგოსი წამოვიღე სახლში და ეს მაშინ აღმოვაჩინე, როცა უკვე შინ ვიყავი, საღამოს 8-ზე. სიმართლეს ვიტყვი, ტელეფონი ნამდვილად არ გადამიჩხრეკია, არც ვიცნობ ამ გოგოს წესიერად და არც მის ფოტოებში და კონტაქტებში შესვლა არ მნდომებია, არც შევსულვარ. ერთადერთი რაც მე გავაკეთე ისაა, რომ ტელეფონს ლოქსქრინის ბლოკი მოვხსენი. ნუ პაროლი იქიდან ვიცი, რომ ერთი თვეა, ეს გოგო გვერდით მიზის და ტელეფონს რომ იღებს ამ კოდს წერს, ცხადია შემიმჩნევია. ჰოდა ჩავრთე ამ გოგოს მესინჯერი, მაინტერესებდა, ჩვენს ჯგუფში ხომ არ ჰქონდა რამე მოწერილი. იქნება და წუწუნებდა, რომ მობილური სჭირდება და დროზე დაბრუნება უნდა. მესენჯერი რომ გავხსენი, თვალში მომხვდა ჩამონათვალში რაღაც სხვა ჯგუფიც, სადაც ხუთივე გაწევრიანებულნი არიან. გამიკვირდა, აქ მე რატომ არ ვარ, რატო არ ვიცი-მეთქი. გავხსენი და ესემესების უმრავლესობაში ჩემს სახელს მოვკარი თვალი. კინაღამ გული გამისკდა. გაკვირვებისგან. ამოვისუნთქე, დავიწყე ზევით სქროლვა მესიჯების... საშინელება იყო.. წავიკითხე დამცინოდნენ, რანაირად მაცვია, რანაირი ხმა მაქვს.. ამბობდნენ, აზრზე არ არის რომ სხვა ჯგუფიც გვაქვს და დავმეგობრდითო. თურმე ერთმანეთს მოუყვნენ თავიანთი ამბები, გეგმები, მე კი გამრიყეს. ასეთი რა დავაშავე არ ვიცი. ერთი ბიჭი წერდა, მოდი, დავამატოთ, ვიღადაოთო. და გოგო ჰქონდა პასუხი, ხო არ გაგიჟდი, ეგ გოიმი ჩათის ფერს ალბათ ყვითელზე დაგვიტენებს და ნიქნეიმებს სოფლურად გადაგვიკეთებსო. უმეტესად ჩაცმულობაზე დამცინოდნენ. წერდნენ ფერებს ვერ უხამებს და ბებრუხანას გავსო.მაგის თემები 80 წლის ქალის ნააზრევიაო. ვერ ვხვდები, რას მერჩიან. იმ დღეს საშინლად ვიყავი დასტრესილი. ახლა შედარებით უკეთ ვარ, რადგან ვიცი რომ ყველა ჩემს ახლობელს ვუყვარვარ, ბევრი დედმამიშვილი და ნათესავი მყავს, დიდად არ მადარდებს ეს ვიღაც ექვსი ცინიკოსი რას ფიქრობს. ეგ საშინელებები რომ წავიკითხე,მაგის მესამე დღეს გაკვეთილი მიწევდა. ისედაც გაცდენა მინდოდა ამ ყველაფრის გაგების გამო მაგრამ რეალური მიზეზიც შემექმნა, ძალიან მახველებს და სურდო მაქვს, ამიტომ გავაცდინე. მშობლებს არაფერი ვუთხარი ბულინგზე. დედაჩემმა მასწავლებელს დაურეკა და უთხრა, გოგოებს ტელეფონები აერიათო. მასწავლებელმა გადარეკა- გადმორეკა და გვითხრა, ხვალ მაგ გოგოს მამა გამოივლის თქვენს სახლთან და ტელეფონს წაიღებს,ასევე თქვენი შვილის მობილურსაც დაგიბრუნებთო. ასეც მოხდა. ახლა შემდეგი გაკვეთილი მიწევს და ვეღარ გავაცდენ, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიქცე. ამ გოგოს რა ვუთხრა, შენი მობილურის პაროლის აზრზე არ ვარ და ვაფშე ხელი არ მიხლია- მეთქი თუ გაკვეთილი რომ დასრულდება ყველას საკადრისი პასუხი გავცე?