გამარჯობა. ჩემს ცხოვრებაში არის ისეთი რამ, რაც ძალიან მაბნევს და მასევდიანებს. თქვენი გამოცდილება ძალიან მაინტერესებს ამ მხრივ. იქნებ ვინმეს გამოგიცდიათ და ჩემს დღეში ხართ? საქმე ისაა, რომ არავის მოვწონვარ. მაინც და მაინც თაყვანისმცემლის ყოლას არ ვგულისხმობ.. აი, ვისაც გავიცნობ, მალევე იმრიზება ჩემ მიმართ. გარკვეულ საზოგადოებაში რომ მოვხვდები, ყველა ერთიანდება და ჩემ მიმართ უსიამოვნოდ განეწყობიან. არც ბულინგი, არც შეურაცხყოფა, არც დაცინვა არ ყოფილა არავისგან. აბა სხვა რა გინდაო, იტყვით, მაგრამ ყველასგან ვგრძნობ აი, ამ ათვალწუნებას, გულგრილობას, უსიყვარულობას. არავის არ მოსწონს ჩემი პიროვნება. მივეჩვიე ცივ მზერას გარშემომყოფებისგან. ნუ საუბარი მაქვს, რა თქმა უნდა, ცხოვრების განმავლობაში გაცნობილ ადამიანებზე.. აბა სისხლ და ხორც ხალხს კი ვუყვარვარ.. ჰოდა მიზეზი ალბათ ჩემშია, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ ეს მიზეზი ამოუცნობი და მისტიური გახდა ჩემთვის. ყველას თბილად ვუღიმი, დაცინვა და გულის ტკენა მე არ ვიცი, უტაქტო საქციელით მე არავინ გამიბრაზებია, არაკონფლიქტური ვარ, ხანდახან ზედმეტად ვიმცირებ თავს, რომ სხვა წარმოვაჩინო. თავს კი არ ვიქებ, არაფრით გამორჩეული მე არ ვარ, მაგრამ ერთ ადამიანსაც რომ მოსწონებოდა ჩემი პიროვნება, არ შეიძლება? მაგარი ვიღაცა არ ვარ, ალბათ არც საყვარელი არ ვარ, მაგრამ მეაფერისტონ მაინც, ამაზეც თანახმა ვარ, იმდენად დამღალა ამდენმა სიცივემ. ყველას რატო ვეზიზღები... დავიტანჯე..