გამარჯობა, მეგობრებო, რაღაც მინდა გკითხოთ

გამარჯობა, მეგობრებო, რაღაც მინდა გკითხოთ

კითხვა N1002045 3 პასუხი

თინეიჯერი გოგო ვარ. მყავს საუკეთესო მეგობარი, რომელთანაც გამორჩეულად ახლოს ვარ, დასავით. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარს და თავად რა დაემართა ვერ ვხვდები. მიზეზზე მე პირადად ხანდახან მეცინება კიდეც, წყენას რომ თავი დავანებოთ. მოკლედ, ქართული სიმღერები ყოველთვის მიყვარდა ( ფანოღი ყველანაირი მეზიზღება, თან საშინლად) მაგრამ ბოლო დროს კიდევ უფრო დავაფასე ქართული სიმღერა და დაქალსაც ამ პერიოდში ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს “თუ ასე ტურფა იყავი”, “ბინდისფერია სოფელი” და კიდევ ბევრი. რომ ვთქვი, ისეთი სახით შემხედა, თითქოს ვიღაც უტვინო ელაპარაკებოდა და უცხოური ჯგუფების ჩამოთვლა დამიწყო. აი ვერ აგიღწერთ ისე მეუცხოვა მისი დამოკიდებულება. იმ საუბრის მერე ზემოდან მიყურებს, თითქოს აქამდე მაფასებდა და მერე რაღაც საშინელებაში შევცდი და ვეცოდებიო. მართლა მეცინება ხანდახან, ისეთი უაზრობა ხდება.. ფეისბუქზე დავიწყე ქართული სიმღერების ლინკების დადება.. ასევე ფოტოებსაც ვაქვეყნებ საკუთარს.. სურათებს ადრე მიკომენტარებდა ხოლმე მეგობარი და ახლა აღარც მილაიქებს.. ვკითხე რატომ მეთქი და , ბოდიში მაგრამ დაფოლოვებული აღარ მყავხარო და გაიარა. არ ვიცი , მე გავწყვიტო ურთიერთობა თუ რა ვქნა.. ასეთი სისულელითვის მეგობარი რო დავკარგო, სამარცხვინო მოგონებად დამრჩება და ,რა თქმა უნდა, ისედაც არ მინდა დაშორება, მაგრამ.. მოკლედ მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა.. იქნებ რამე მირჩიოთ.