ლექსი

ლექსი

კითხვა N1002115 0 პასუხი
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით (კორონავირუსი)



პარადოქსები



სამი გამხდარა საათი,

ოთხიც გახდება მალე

თენდება, აღარც თენდება

ხმა ჩაეხლიწათ მამლებს.


ფიქრი მოდის და მოდის უსაზღვრო

ვმღერი და ბგერა იქცა ხავილად,

ვინ ნაძირალამ ვინ გარეწარმა

ეს ძილ ღვიძილი ვინ დამირღვია?!


მთები გმინავენ და განიცდიან

შემოჭენებას ცეცხლის მდინარის

დაღამებულა ჯერ არ თენდება

აპოკალიფსი მხოლოდ წინ არის.


შემოვაბიჯე ტყის სასთუმალთან

თავზე დამჩხავის შავი ყორანი,

უკუნითია არ გათენდება

გადარჩენილი აქ არვინ არის.


აჩრდილი მიდის, აჩრდილი მოდის

ხეები შემოდგომის ფოთლებს აყრიან

საათს შევხედე და გამაჟრჟოლა

ოთხი არ არის, ისევ სამია.



თ.კ.

29.03.2020 წ.