ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით არის, ჩემი შეკითხვა!

ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით არის, ჩემი შეკითხვა!

კითხვა N1002185 3 პასუხი

გამარჯობა, ვარ 16 წლის, ამ ბოლო ხანებში საკმაოდ უინტერესოდ ვარ, განწყობისა დამოტივაციის არ ქონა დამჩემდა, ჩემი ფუნდამენტალური ჰობი, წიგნების კითხვის მიმართაც კისრულიად გამიქრა ინტერესი, ვარ საკმაოდ გაურკვევლად, თუ რამოდენიმე თვის წინ ვიცოდიმაგალითად რა მინდოდა მომავალში მეკეთებინა, ახლა საერთოდ მომავლის ცნება სრულიადგაურკვევლად მეჩვენება. ფიქრითაც საკმაოდ ბევრს ვფიქრობდი თუმცა ახლა უბრალოდარაფერზე ვფიქრობ, ან თუ ვფიქრობ(თუ ჩემმაა გაურკვევლმა და "უნებო ნებამ" მოინდომა ეს) ეს მცირე ხანს გრძელდება და შემდეგ აღარ შემიძლია, თითქოს დავუბრუნდე ან გავიხსენოჩემი ნაფიქრი, არც მაქვს ამის სურვილი.. თითქოს გავუფერულდი, ან უბრალოდ ჩემი თავიამოვწურე?! ახლა ჩემს წარსულ გატაცებებსა და ღირებულებებს რომ ვუყურებ ძალიან, ძალიანბუნდოვნად მეჩვენება. თითქოს არ ვიცი, ჩემი ტვინი თვითდაცვით მდგომარეობაში გადავიდადა ისვენებს ან რავი, მსგასი რამ. მიუხედავად ამისა არ ვთვლი რომ ეს დეპრესიაა. მაგრამხანდახან ამ ზემოთჩამოთვლილ უცნაურ პრობლემებთან მარტო ვრჩები, მცირე ხმაურიც კიძალიან მაღიზიანებს, თითქოს ვცდილობ გავარკვიო რა მჭირს მაგრამ მერე უბრალოდვჩერდები. ასევე აღვნიშნავ რომ ეს ყველაფერი დაიწყოო სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ამისმერე რამოდენიმე ხანში ვიყავი კონსულტაციაზე ნერვოპათოლოგთან,(მცირე უძილობის გამო, გამაგზავნეს) ექიმმა არაფერი ისეთი არ დამიდგინა და უბრალოდ დამახასიათა როგორც"განვითარებული ბავშვი რომელიც მგრძნობიარეა". მაგრამ საკმაოდ გამიგრძელდა ესყოველივე. ასევე სკოლა თითქოს მბოჭავს, გაკვეთილები არ ვიცი, გავბედავ და ვიტყვი რომთითქოს ჩემი ინტერესის საგანში აღარ შედის, თუმცაღა ჩემი ამ მდგომარეობიდანგამომდინარე არანაიარ არ მინდა უფრო უარესად გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავვარდე დამაინც საკმაოდ კარგად ვინარჩუნებ სკოლაში სწავლას, (მაგრამ მოტივაცისაა და განწყობისგარეშე). არ მინდა ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში დავრჩე. თქვენი იმედი მაქვს!