მოგესალმებით, ფიზიკაში პირველად ვწერ კომპლექსურ დავალებას და შეგიძლიათ რაიმე რჩევა მომცეთ?

მოგესალმებით, ფიზიკაში პირველად ვწერ კომპლექსურ დავალებას და შეგიძლიათ რაიმე რჩევა მომცეთ?

კითხვა N1002216 1 პასუხი

ჭიანჭველები ნაბიჯებს ითვლიან

იცით თუ არა, რომ საჰარას უდაბნოში მცხოვრები ჭიანჭველები სიარულისას ნაბიჯებს ითვლიან? ეს დაამტკიცეს შვეიცარიელმა და გერმანელმა მეცნიერებმა. ისინი ზოგიერთ მათგანს ფეხებს „უმოკლებდნენ“ და ზოგიერთს- „უგრძელებდნენ“. ჭიანჭველებს ჰქონდათ 10 მეტრიანი გზა გასავლელი საკვებისკენ და ბრუნდებოდნენ უკან. ფეხების დამოკლების შემდეგ ჭიანჭველები დაახლოებით 5 მეტრს გადიოდნენ და საკვებს ეძებდნენ, ხოლო დაგრძელების შემდეგ კი -15 მეტრს. თქვენ გევალებათ დაამზადოთ ჭიანჭველების ტრაექტორიის მოდელი, რისთვისაც გამოიყენებთ საწრუპ ჩხირებს (დაახლოებით 10-12 ცალი). წარმოიდგინეთ, რომ მოძრაობას იწყებს მოკლეფეხიანი ჭიანჭველა (სიჩქარე-0,1 მ/წმ), შემდგომ ესტაფეტას გადასცემს გრძელფეხიანს (სიჩქარე-0,3 მ/წმ), ხოლო შემდგომ- ნორმალურფეხიანს (სიჩქარე-0,2 მ/წმ). მათ მიერ გავლილი უბნების სიგრძე თქვენ თვითონ შეარჩიეთ, გამოყავით ერთმანეთისგან (ჯობია სამი განსხვავებული ფერი გამოიყენოთ) და გაზომეთ. გამოიანგარიშეთ რამდენ ნაბიჯს გადადგამდა თითოეული, თუ მოკლეფეხიანი ჭიანჭველის ნაბიჯის სიგრძე 10 მმ-ია, გრძელფეხიანის -15 მმ, ხოლო ნორმალურფეხიანის- 12 მმ. იპოვეთ თითოეულის გავლილი მანძილი და გადაადგილება, ასევე მთლიანი გადაადგილება. გამოიანგარიშეთ თითოეულის მოძრაობის დრო და სამივეს საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე. გაზომვებისა და გამოთვლების შედეგები წარმოადგინეთ ელექტრონული პრეზენტაციის სახით.

საკვანძო კითხვებია: რატომ არის მნიშვნელოვანი სხეულის მოძრაობის დახასიათება?

რატომ გახდა აუცილებელი ათვლის სისტემის შემოღება?

რა გამოყენება აქვს სიჩქარის ცნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში?

მადლობა წინასწარ!!