მე- უცნობი ქართველი მეომარი... (კომპლექს.დავალება) იხ.მითითებები
მე-უცნობი ქართველი მეომარი... ბრძოლის ამბებს გვიყვება ერთი ქართველი მეომარი, რომლის სახელი ისტორიას არ შემოუნახავს...
ჰალისის ბრძოლაში 5000 ქართველმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი უცხო მიწაზე, ისე, რომ მათი არც საფლავი შემონახულა, არც სახელი, ეგებ მახარე ერქვა რომელიმეს, ამ წყალობა, ან გიორგი, ან დავითი... სამაგიეროდ, შემოგვინახა მთავარსარდლის სახელი (გაიხსენეთ, "უსახელო უფლისციხელის გმირობა", ბრძოლის შემდეგ რას წერდა მემატიანე).
პოემაში ვკითხულობთ:
"აქ, ბრძოლის ველზე, სისხლი დაღვარა
და შეასრულა მით ღირსეულად
მამულისშვილის უკვდავი ვალი:
თავის სამშობლო ქვეყნის ხსოვნაში
სამარადისოდ დახუჭა თვალი...
ეგებ სხვა რამე გულდასაწვავი
სიკვდილის წინეთ აგონდებოდა...
ვინ იცის, რა და რა საიდუმლო
მან საიქიოს თან წაიტანა? ....
წარმოიდგინეთ, რომ მიაგენით ერთი მეომრის წერილს...
გაითვალისწინეთ, როგორ გადმოგვცემდა ჰალისის ბრძოლას მეომარი, რას იტყოდა ბრძოლის დეტალებზე, თამანებრძოლებზე, სარდლებზე, თორნიკე ერისთავზე; მხოლოდ ქართველთა გმირობის ამბებს მოგვიყვებოდა თუ მტერზეც ისაუბრებდა. როგორ გადმოგვცემდა საკუთარ განცდებს, თანამებრძოლთა განცდებს, რამდენად ემოციური იქნებოდა, ზოგადად, ეს წერილი, რას გაუმხელდა ფურცელს..
გაითვალისწინეთ, როგორი იქნებოდა მისი ლექსიკა (რა სიტყვებს გამოიყენებდა).
ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ, როგორ შეცვალა თქვენი დამოკიდებულება ომისადმი, გმირობისადმი, მამულიშვილობისადმი, ისტორიული სამართლიანობისადმი (ისტორიას არ შემოუნახავს ყველა გმირის სახელი); ისაუბრეთ, რა კონკრეტული სტრატეგიები გამოიყენეთ , როგორ შეიცვალა მეტყველების სტილი, ენა ამ დავალების შესასრულებლად.
გაითვალისწინეთ, რომ დავალების შესასრულებლად განსაზღვრული გაქვთ დრო.
ნამუშევარი შეფასდება განმსაზღვრელი ქულით, შეფასების კრიტერიუმები ახლავს დავალებას.