რა არის airsoft-ი?ეს არის: ___ ?

რა არის airsoft-ი?ეს არის: ___ ?

კითხვა N264298 0 პასუხი აირსოფტი სამხედრო მოქმედებასთან მაქსიმალურად მიახლოებული თამაშია, რომლის აზრიც ბევრისთვის არა მხოლოდ გართობა და დროის გაყვანაა, არამედ გამოცდილების მიღება და იმ შეგრძნების განცდა, რაც რეალურ ომთან ახლოს კავშირში იქმნება. შესაბამისად ამ თამაშს თან დაყვება მთელი სია იმ წესებისა, რომლებიც აუცილებელია ყველა მოთამაშემ ყოველთვის მკაცრად დაიცვას! სწორედ ამ წესებით თამაში და დისციპლინა ქმნის აირსოფტს და არა უბრალოდ იარაღების ერთმანეთისკენ მიშვერა. წესი #1: თამაში მხოლოდ აირსოფტისთვის განკუთვნილი სპეციალური იარაღებით ითამაშება, რომელთა კალიბრიც 6 მმ-ია, ხოლო ტყვია კი პლასტმასისგან შედგება. აკრძალულია ყველანაირი ცივი და ცეცხლსასროლი, საბრძოლო ასაფეთქებელი, ასევე გაზზე და CO-ზე (რომლებიც რკინის ტყვიებს ისვრიან, გამონაკლისია 6მმ-იანი BB სტანდარტის ტყვიები) მომუშავე იარაღის თამაშზე ხმარება. აირსოფტის იარაღების სიმძლავრე სხვადასხვანაირია, დაშვებული მაქსიმალური ლიმიტი 650 FPS-ია (ეს ლიმიტი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება) - შენობაში დაშვებულია 350 FPS-მდე იარაღის ავტომატური ჯერით სროლა - უფრო დიდი სიმძლავრის ავტომატურად გამოყენება ახლო ბრძოლებში აკრძალულია, ასევე აკრძალულია 600 FPS-ზე მეტი სიმძლავრის იარაღის 10 მეტრამდე დისტანციაზე სროლა. წესი #2: პოლიგონზე შესვლის დროს ყველა მონაწილეს უნდა ეკეთოს თვალის დამცავი (სასურველია ასევე სახის დამცავიც) - სათვალე ან ბადე, რომელიც გატესტილი იქნება მძლავრი იარაღისგან ტყვიის მოხვედრით. ყოველთვის აკრძალულია პოლიგონზე თვალის დამცავი საშუალების მოხსნა ან არ გაკეთება! ტყვია ბრმა არის და არავის არ სურს აიღოს პასუხისმგებლობა სხვის დაბრმავებაში. თუ თამაშის დროს სათვალე გასაწმენდი გაქვთ ან დაიორთქლა დაწექით მიწასთან სახით მაქსიმალურად ახლოს, რომ სროლის შემთხვევაში თვალი დაფარული გქონდეთ! წესი #3: თუ მოგხვდათ, შეგეხოთ ან თუნდაც გაგკრათ აირსოფტის ტყვიამ ნებისმიერ ადგილზე (სხეულზე, სათვალეში, ჯავშანჟილეტზე, იარაღზე და ა.შ.) - თქვენ მკვდარი ხართ და იძახით სიტყვას „მომხვდა“, რის შემდეგაც მოწინააღმდეგემ არ უნდა გააგრძელოს თქვენი მისამართით სროლა! გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები როდესაც ტყვია ასხლეტით გხვდებათ (ე.წ. „რიკოშეტი“) ან ტყვია მოფარებული ადგილიდან გაყოფილ იარაღს ხვდება. რაც შეეხება შენიანისგან ტყვიის მოხვედრას (ე.წ. „Friendly Fire”) ეს სცენარის მიხედვით შეთანხმებადია. აირსოფტი დაფუძნებულია FairPlay-ზე და მოთამაშის სინდისზე - მოგხვდა მკვდარი ხარ! ეჭვი გეპარება და დარწმუნებული არ ხარ მოგხვდა თუ არა? - მაინც მკვდარი ხარ და ელოდები შემდეგ თამაშს ან მიდიხარ „რესპზე“. ეს არ არის ფეინთბოლი, აქ შენი ღირსება წყვეტს რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებ - არ ‘იჩითერო’ არასდროს (არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩითერობა იკრძალება და დისკვალიფიკაციით ან გარიცხვით ჯარიმდება) არამედ იმიტომ რომ არ შეარცხვინო შენი გუნდი და შენი თავი, რომ შენც და სხვამაც ისიამოვნოს თამაშით და რომ დაფიქრდე შენს საბრძოლო შეცდომებზე და მომავალში გამოასწორო! წესი #4: შესაძლოა მოხვედრილი ტყვია ვერ იგრძნო და ვერ დაინახო, მაგრამ ამ შემთხვევაში მოთამაშეები ერთმანეთს არ ეძახიან „მოგხვდა“. უფლება გაქვთ მოწინააღმდეგეს ხელით ანიშნოთ (თუ შესაძლებელია) რომ ტყვია მას შეეხო, თუ მან ეს დაადასტურა და სიმართლედ მიიღო, იგი დგება და გადის თამაშიდან. თუ მოწინააღმდეგე მაინც არ გავიდა და აშკარად „ჩითერობს“, მაშინ ეცადეთ დაიმახსოვროთ, თამაშის ბოლოს კი თქვენს კაპიტანს უთხრათ ამის შესახებ, რომელიც მოწინააღმდეგის კაპიტანთან გაარჩევს ამ შემთხვევას. ეს არ არის ჩაშვება - ეს არის სურვილი ითამაშო ეს თამაში პატიოსნად და წესების დაცვით! არის შემთხვევები როდესაც გგონია რომ მოხვდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ რეალურად აირსოფტის BB გარკვეულ მანძილზე იცვლის ფრენის ტრაექტორიას და შესაძლოა ცდებოდეს მიზანს - ასე რომ იყავით დაკვირვებული და ტყუილად ნურავის ნუ დააბრალებთ რომ იგი წესებს არღვევს! თუ ორმა მოთამაშემ ერთმანეთს თითქმის ერთდროულად გაარტყა, არ იწყება გარჩევა ვინ იყო პირველი და ვინ მეორე - ორივე დგება და გადის თამაშიდან! წესი #5: აკრძალულია ერთმანეთში კამათი და შემთხვევის გარჩევა თამაშის დროს, ყველაფერი თამაშის შემდეგ უნდა მოხდეს. მკვდრები არ საუბრობენ, ისინი ჩუმად არიან - გადიან თამაშიდან იარაღ თავზე შემოდებულები, იარაღ აწეულები ან მხარზე გადაკიდებულები. ისინი არ ეუბნებიან თავის გუნდელებს სად იმყოფება მოწინააღმდეგე და სად მოკლეს ის, მათ არც რაციის და ტელეფონის გამოყენება შეუძლიათ. აკრძალულია ასევე მკვდრების მხრიდან მათი მოკავშირეების პოზიციის გადაფარება. სასურველია ყველა მოკლულმა სწრაფად დატოვოს ბრძოლის ველი და მივიდეს „რესპზე“. წესი #6: აირსოფტში გამოყენებული ნებისმიერი არასაბრძოლო ხელყუმბარა „საბრძოლოა“. თუ მის შემადგენლობაში შედის აირსოფტის ტყვიები ან სხვა განშლადი სხეული, აფეთქების შემდეგ მათი შეხების შემთხვევაში მკვდარი ხარ. მკვდარი ხარ ასევე მაშინ, როდესაც გაშლილ ადგილზე 2 მეტრის რადიუსში აგიფეთქდება ხელყუმბარა. შენობაში კი ნებისმიერი ოთახი „გაწმენდილია“ სადაც ასაფეთქებელი აფეთქდება, რა თქმა უნდა თუ მოწინააღმდეგემ სხვა ოთახში გადასვლას მოასწრო იგი არ ითვლება მკვდრად. აკრძალულია ასაფეთქებლის ხელით აღება და უკან სროლა (ასევე ფეხის მირტყმა) - აირსოფტი თამაშია და ვიღაცის დაზიანების არანაირი საფრთხე არ უნდა არსებობდეს! ასევე მოწინააღმდეგის დაზიანება შეიძლება იარაღის მიდებით ახლო დისტანციიდან და პლასტმასის დანით შეხებით (და არა სროლით). წესი #7: დაუშვებელია აირსოფტის თამაში ნასვამ ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოთმედების ქვეშ! ამ დროს უამრავი არაადექვატური მოქმედება ხდება ტყვიის ვერ შეგრძნებიდან დაწყებული თამაშზე აგდებითი დამოკიდებულებით დამთავრებული - ნუ ჩაუშლით თამაშს საკუთარ თავს და სხვებს! წესი #8: აუცილებელია კარგად მოისმინოთ და დაიცვათ სცენარის წესები, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა თამაშში განხვავებული იყოს! შეთანხმება შეთანხმებაა რაც ყველა გუნდმა და გუნდის მოთამაშემ უნდა დაიცვას და კაპიტნებმა გააკონტროლონ. მაგალითად თუ რესპზე გიწევს შორს წასვლა არ უნდა ჩამოჯდე სიგარეტს გაუკიდო და გაიფიქრო რომ ასვლა-ჩამოსვლაში მაინც იგივე დრო მინდა და ბარემ აქედან გავაგრძელებო! თუ შეთანხმებაა შენობებში არ შესვლის არ უნდა შეადგა ფეხი შენობაში! თუ შეთანხმებაა რესპზე 10 წუთში გაცოცხლება უნდა დრო დაინიშნო (ან სხვას კითხო) და არა შენი ვარაუდით ადგე და გააგრძელო თამაში! წესი #9: აირსოფტი ღირსების თამაშია - უნდა გიყვარდეს როგორც შენი გუნდელი ასევე შენი მოწინააღმდეგე. არ იყო მტრულად განწყობილი არავის მიმართ და გქონდეს იმის შეგრძნება რომ აქ ყველა თანაბარია და შენი მეგობარია! მოიქეცი ღირსეულად და მაგალითი მიეცი სხვებს, იცოდე და დაიცავი ყველა წესი და სხვებს მიუთითე რომ დაიცვან! რადგან შეიგრძნოთ ყოველ თამაშზე ის ყველაზე საბრძოლო და კაცური თამაში, რასაც აირსოფტი ქვია.