ფატმან-ხათუნის დახასიათება ვის უნდოდა?

ფატმან-ხათუნის დახასიათება ვის უნდოდა?

კითხვა N420391 0 პასუხი ფატმანი გარეგნულად ლამაზი ქალი იყო თუმცა სულიერად არც ისე, ავთანდილმა იგი ყვავსაც კი შეადარა, ყვავი რომ ვარდსა იშოვისთავი ბულბული ჰგონია. მას უყვარდა ორაზროვანი საუბარი, რიის დიდოსტატიც გახლდათ, ქრის ერთგულებით დიდად ვერ გამოირჩეოდა, უნებისყოფო ადამიანი იყოო.. მე კი ვფიქრობ, რომ ფატმანი ყველა პერსონაჟზე უკეთესია. რუსთაველმა იგი დაჩაგრა. მის დასახასიათებლად მხატვრული ეპითეტები დაიშურა და პირდაპირ აღნიშნა დამოკიდებულება მამაკაცებისა და სასმელის მიმართ; იგი არაა ტანკენარი და სახენათელი, მაგრამ სწორედ ამიტომაა ჩემთვის მისი სახე ყველაზე ხელშესახები და რეალური. სხვა პერსონაჟები კი პირველი წაკითხვისას ლამის თავზე შარავანდედით წარმოვიდგინე (ქაჯების გარდა, რა თქმა უნდა). მისი ცხოვრების წესი სრულიად უპირისპირდება დანარჩენი პერსონაჟებისას, გამოირჩევა იმით, რომ ცხოვრობს ისე, როგორც სურს – საკუთარი სიამოვნებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ითვლება დაბალი ზნეობრივი ღირებულებების მატარებლად ქალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დახმარებოდა თავისთვის სრულიად უცხო ნესტანს, ხოლო მოგვიანებით მის გადასარჩენად გადაყლაპა შეურაცხყოფა, რომელიც ავთანდილმა მიაყენა. ყოველივე ამის შემდეგ კი მან საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო. ”ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟებიდან იგი ყველაზე ძლიერ და დიდსულოვან ადამიანად მიმაჩნია. დანარჩენი რამე დაამატე და გამოვა რაღაც