არადა.მეც კაი ბანალური ვყოფილვარ :D

არადა.მეც კაი ბანალური ვყოფილვარ :D

კითხვა N601440 0 პასუხი არასოდეს მყვარებია თოვლი..ალბად იმიტომ,რომ არც მქონდა შანსი -შემყვარებოდა. ჩვენთან ხომ არასოდეს ყოფილა, ფაფუკი და ხრაშუნა ,თოვლის ბაბუას რომ გააკეთებ და გუნდაობის არ შეგეშინდება,წყლით გატენილი,ბინძური ყინვა რომ არ მოგხვდეს,, არ მიყვარს ამიტომ.. ახალი წლის ღამეს,გაშლილ სუფრას -შამპანურით რომ მიუჯდები,ფანჯრის იქით კი ან კოკიპირული წვიმაა,ან წვიმასთან ერთად ცოტ-ცოტას ”თოვლსავით..” ასეთ ამინდში შუშხუნების გასასროლადაც არ გავდიოდი გარეთ.. ამ ღამით კი..ნოემბრის ბოლოს,ისე ლამაზად ბარდნის, ყველაფერი ერთად მომინდა.. გუნდაობაც,სრიალიც,თოვლის ბაბუაც,ნაძვის ხეც,გოზინაყიც,ბუხარიც და შავი ღვინოც..ხო. ბუხართან თეთრი ხალიჩაც..( ბანალური ვარ შინაგანი განცდაც სხვაგვარი მაქვს. წინასაახალწლო..თუმცა მაინც ნოსტალგიური.. თოვლის გარდა,რამდენ რამეს ველოდი…თოვლი უკვე არის.. დედაჩემის ბილეთებიც არის.. ახალი წელი დამრჩა და ყველა ერთად ვიქნებით.. <3 და კიდევ.. დღეს ყველაძე ადვილად,ცრემლების და ჩხუბის გარეშე დავაძინე დაჩი..პირველად არ ჩამოვუფარე ფარდა ფანჯარას. -სალოო. ლამაგალია თოლი… ----- შარშან ნოემბერში რომ თოვდა გახსოვთ? რამაგარიიყოოოოო