ჰეჰეეე ძაან დამევასა რა სიცოცხლეობაა?

ჰეჰეეე ძაან დამევასა რა სიცოცხლეობაა?

კითხვა N603849 0 პასუხი -დედავ, დედავ, დედშვილობას, სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, -მე შენ ვერას გენაცვლები, მამა გყავს და ინაცვალე. -მამავ,მამავ, მამშვილობას, სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, -მე შენ არას გენაცვლები, დაი გყავს და ინაცვალე. დაო,დაო, დაძმობასა, სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, მე შენ არას გენაცვლები, ძმაი გყავს და ინაცვალე ძმაო,ძმაო, ძმათძმობასა სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, მე შენ არას გენაცვლები, ცოლი გყავს და ინაცვალე. ცოლო,ცოლო, ცოლქმრობასა, სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, მე შენ არას გენაცვლები, საყვარელ გყავს ინაცვალე. საყვარელო, საყვრობასა, სიკვდილ მითხოვს მენაცვალე, გენაცვლები შენსა მზესა, გზა საით არს, გამასწავლე.