უცნაურიო////////////////?

უცნაურიო////////////////?

კითხვა N603984 0 პასუხი არვიცი რამდენად უცნაურია..ან ეხლა რატომ ვყვები.. ბოლოს თბილისში რომ მივდიოდი,გორში ვიღაცამ მარშუტკა გააჩერა..მაწანწალა მოადგა მძღოლს და თხოვა,თბილისამდე წაეყვანა..ხალხი აყაყანდა,თუმცა მძღოლმა დართო ნება.. თავდახრილი შემოვიდა,ჩემს უკან დაჯდა და ერთ კაპარჩხალა გოგოს მიუჯდა.. ადგილი გავუცვალე.. იმიტომ რომ შემრცხვა ისეთი ისტერიკები ატეხა,"არდამსვარო,არდამსვარო,ფუ რასუნიაქვს".. ცოტახანში დავამუღამე რომ ბინძური შარვლისა,და ხელებისა.გრძელი წვერისა და დაუბანელი თავის მიუხედავად სულაც არქონდა არაფრის სუნი.. თვალებს ზემოთ არწევდა..მე გემრიელად დავჯექი,ვაგრძნობიე რომ არვერიდებოდი.ფეხი დავადგი და მოვუბოდიშე. ამომხედა და გავქვავდი. გჯერათ???? ხატებზე ხომ გვინახავს იესო.. ვაიმე როგორ გავდა.. როგორ ..როგოოოოოორ.. ეხლაც თვალწინ მიდგას..ხმა ვერ ამოვიღე.. მერე ის გამახსენდა რომ "ყველა გაჭირვებულის სახით,მე გევლინებითო.."არვიცი რატომ...მგონი თბილისამდე აღარ მომისუნთქია..მერე მართლა მოვერიდე.. ჩასვლამდე რაღაც მინდოდა გამეკეთებინა.. ვერვისვენებდი. მინდოდა დავხმარებოდა და დავეხმარე კიდეც.. როგორ აღარდავწერ..არმიყვარს ასეთებზე საუბარი. უბრალოდ ასეთი უცნაური მგზავრი არასოდეს მყოლია. ესიყო და ეს..