კითხვა N6039950 პასუხი2009 წლის ზაფხულს როდესაც სწავლას მოვრჩი გადავწყვიტეთ მეგობრებმა წავსულიყავიტ ბანაკში. ბანაკი იყო რაჭაში, შაორის ტბასთან ახლოს.
ვაკელები და წყნეთელები მივდიოდით ერთად სულ 2 ავტობუსით.
1 არხის შენობასთან შევიკრიბეთ სადაც გველოდებოდა ავტობსი.
შევიკრიბეთ როგორც იქნა და გავედით ჩვენ პირველები სადაც ვაკე და წყნეთის ხალხი ვიყავით. მეორემ ცოტა დაიგვიანა. მოკლედ შუა გზაში გავიცანით ერთმანეთი ბიჭებმა და გოგოებმა.. ბიჭებმა მოსაწევიც "გააძვრეს" შეაკეთეს და აუშვეს ბოლი..
მე და ერთს არ მოგვიწევია მხოლოდ და დანარჩენმა ყველამ მოწია მოკლედ. ბიჭწებს. გოგოებასაც არ მოუწევიათ. რო მომეწია ჩემს მოსაწევს დავაბრალებდი იმ "ჰალუცინაციებს" ასე ვთქვათ, მაგრამ არა. უცებ ჩემს საყვარელ ადგილას ავტობუსში, უკან სულ ბოლოს მარცხნივ დავჯექი. ვიურებოდი გარეთ და ვათვალიერებდი საქართველოს ულამაზეს მიწებს როდესაც იესო ქრისტეს სახე "მომეჩვენა" დიდად :X ვუყურებდი რამოდენიმე წამს და ვეღარ შევძელი დიდხანს მეყურებინა, არა და არ ქრებოდა. მოვაშორე თვალი გავხედე გვერდზე მჯდომ "სასტავს" და ვხედავ არაფერს ამჩნევენ. და მივხვდი რო მხოლოდ მე ვნახე ეს. როდესაც ეს ყველაფერი წამებში გავიაზრე ღმერთს ვთხოვე მშვიდობიანად ჩავსულიყავით დანიშნულების ადგილზე. ვთხოვდი მერთს რო არაფერი ცუდი არ მომხდარიყო.
და ჩავედით ასევე მშვიდობიანად რაჭაში. ყველა ტავის კოტეჯში შევიდა მოკალათდა და უცებ ატყდა ქაოსი. ლიდერები, ეს უფროსი ხალხი გარბოდა გამორბოდა მაგრამ პასუხს არავინ იძლეოდა თუ რა მომხდარიყო სინამდვილეში. ჩაჯდნენ ყველანი ერტად ტავიანთ მანქანებში და გაეშურნენ სადღაც მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით სად. რამოდენიმე საათში კი საზარელი ამბავი მოვიდა რომ მეორე ავტობუსი გადავარდნილიყო ხრამში სადაც 3 მოზარდი დაიღუპა და დანარჩენები მძიმედ დაშავდნენ.
_____________________
არანაირი დისკოტეკა, არანაირი დალევა. ხელებზე შავი სამაჯურები გვეკეტა ნიშნად იმ წუხილისა რაც ჩვენს თანატოლებს მოუვიდათ :/
____________________
რავი მარი თუ აქ არის და იმის გარდა თუ მოისმენს ვინმე