ერთი წუთით ამხანაგებო :)?

ერთი წუთით ამხანაგებო :)?

კითხვა N604480 0 პასუხი მიდიხარ, მაგრამ არ იცი სად მიდიხარ. გელოდება მაგრამ არ იცი ვინ გელოდება. ნელი სიო ფერდებზე გებჯინება, ცოტა შეგცივდა მაგრამ შენ მაინც მისკენ მიდიხარ. მარტო ხარ, მისკენ მიდიხარ მაგრამ ვერ მისულხარ. და ისევ ნელი სიო. საიდანღაც ნათებამ თვალები დაგიბნელა, სწორედ მისკენ მიიწევ, არ იცი რატომ მაგრამ მაინც, და მაინც. და ისევ ნელი სიო. ერთ ნაბიჯს მეორე ნაბიჯი მიჰყვება მეორეს მესამე... გული ძალიან სწრაფად გიცემს, სუნთქვა გიჭირს, ცხოვრების გავლილი გზისგან დაღლილი ხარ, მაგრამ მაინც მიდიხარ. ბოლო ჟამს იმაზე ფიქრობდი თუ როგორ იცხოვრე, ნუთუ შეძელი და დატოვე ლაქა გზაზე, მუქი ძალიან მუქი ლაქა, რომელსაც შენი შთამომავალი გაიხსენებს, რას წარმოადგენდი ცხოვრებაში? ტვირთი ზიდე? ვინ როგორ გაახარე? ვინ პირიქით, მაგრამ რაზეა ლაპარაკი შენ მხოლოდ 8ის იყავი. ახლა კი ბოლო ჟამს შენ მიდიხარ, მაგრამ ვერ მიდიხარ, ნათება თვალებს გიბნელებს, თითქოს უახლოვდები გული კვლავ გიცემს, რამოდენიმეღა ჩასუნთქვა დაგრჩა, რამოდენიმეღა გულის ფანცქალი, თვალები დახუჭე და იგრძენი ის - ნელი სიო... 7 წლის ვიყავი ამხანაგი რო გარდამეცვალა, ვთამაშობდით ეზოში და უცებ რაღაც დაემართა, ამბობდნენ გულის შეტევა იყოო. ის წავიდა. ეს მას მივუძღვენი. დღემდე მახსოვს! იმედია წაიკითხავთ :(