ყველაზე ბოლო ალბად.. უკანასკნელიც კი..?

ყველაზე ბოლო ალბად.. უკანასკნელიც კი..?

კითხვა N605758 0 პასუხი თქვენი ნებართვით საკუთარ "მე"ს გავესაუბრები.. ძალზეც ჭკვიანი და ძლიერი რომ ჰგონია საკუთარი თავი ნურას უკაცრავად, მოტყუვდით ჩემო ქალბატონო მო–ტყუვ–დით! თქვენ მარტო ხართ, ამ უაზროდთვალებისმაცეცებელი ხალხის გარემოცვაში ისეთი მარტო, რომ დღემდე ყველაზე ახლოდ ის მიგაჩნიათ (ნება მომეცით უბრალო ნაცვალსახელით მოვიხსენიო) გინდა უბრალოდ მის უცნაურ თვალების ფორმის ჩამხედვარ–შემხედვარემ ილაპარაკო, საკუთარ თავზე საკუთარ შეცდომებზე, საკუთარ ნაკლოვანებებზე და იწუწუნო, ისე როგორც შენივე სქესის ყველა წარმომადგენელს სჩვევია ხოლმე იწუწუნო და გინდა, რომ მერე უაზროდ დაღლილს ლაპარაკით ის მოგვარდეს, მკლავებში გეცეს და ტუჩები დაგინამოს? და ასე გამოხაატოს თავისი დამოკიდებულება შენი პრობლემებისადმი? ფიქრობ რომ ეს არის ერთადერთი გზა, რაც მისგან ყველაზე მეტად გესიამოვნება? სწორად გამოვიცანი..? როგორც ზემოთ ვახსენე, გგონია რომ ძალიან ძლიერი ხარ, და ამიტომაც არ შეგწევს ძალა.. შენ ბავშვი ხარ და არ ხარ მზად არაფრის სანაცვლოდ გააკეთო რამე (დანამდვილებით ვერც გეტყვი,ვინხარ.ასაკი არგაძლევს ასე მოქცევის საშვალებას).. შენ არ შეგიძლია უმიზეზოდ გადაახტე შენს პრინციპებს და ვითომ მაღალი ადგილიდან ოდნავ დაიხარო, თავი მაინც დახარო.. და არც იცი რომ ეს სწორი ნაბიჯია.. აირიე ხომ? ვიმედოვნებ, არც გიკვირს არეულობა..ბოლო პერიოდია ისედაც თვალებში ჩაგიდგა გაუგებრობა და მიმიკების მარტივი მოძრაობით ცდილობ ეს აზრი შენს თავზე სხვებს გაუფანტო, მაგრამ ვერა, მე ვერ მომატყუებ, შენ ხომ ჩემი მე ხარ! შენ უძლური ხარ ჩემს წინაშე და მაშინაც კი როცა ყველაზე მიუსაფარი ხარ მე ვარ შენთან უკეთესად რომ ვთქვათ შენ ხარ ჩემთან და ასე ჩვენ ვართ ერთმანეთთან.. გსურს..კი ხო? გამოვიცანი ისევ.. გსურს ერთხელ მაინც მისსავე ოთახში ჩაფიქრებულს დახედო, ძილს რომ აპირებს იმ დროს და უბრალოდ საწოლთან ჩამოუჯდე და ყურში ჩასჩურჩულო, რომ ყველაზე მეტად გიყვარდა? ასეა ხომ? კიდევ ერთხელ გამოგიცანი.. მე მეადვილება შენი სურვილების გამოცნობა,ხოლო გახორცილებისთვის ძალა არ გვყოფნის მე და შენ.. შე ჩემზე სუსტო! გინდა..არა, არა უფრო სწორად არ გინდა ყველა უპასუხო კითხვის პასუხები.. ეგეც აღარ გჭირდება, სულერთია.. მხოლოდ თეორას შეცვლის, ფაქტები იგივე დარჩება და ვინ იცის თეორიამ სევდა არ გამოიწვიოს.. არ გინდა ზალა მოიკრიბო და დაიწყო იმის სწავლა, თუ როგორ უნდა აკეთო ის, რაც გინდა? გინდა ხომ? ძალა? გავერთიენდეთ..ბოლობოლო ერთმანეთის აზრებს დავემთხვეთ და ერთად ვიმოქმედოთ. აჰ სურვილი? ამ ყველაფერში ისიც კი გავიწყდება რაში გჭირდებოდა ხომ? კარგი, ამასაც გაგახსენებ..შენ ღამე ნორმალურად ძილი გჭირდებოდა მე! ვფიქრობ თუ არა რომ ეს დაგეხმარება? ამდენი რაღაც ინტუიიცით მივხვდი და მგონი ამაშიც არ უნდა ვცდებოდე, დაგეხმარება რათქმაუნდა.. ხო, ხო ინტუიციით აბა თორემ მე საიდან უდნა ვიცოდე, რომ მონატრებაც დაგეღლა, სიყვარულიც დაგეღლა, ვნებაც დაგეღალა და სამივე მე-6 სართულზე დგას სუიციდით შეპყრობილი.მე მინდა შენში ისევ სიყვარულს ვხედავდე და არა იმ გაურკვევლობას ახლა რომ გიზის თვალებში.. სიყვარული მომენატრა შენში, რა ხანია ოცნებებით აღარ ვიძინებთ. გადაარჩინე სიკვდილს , ,თორემ სამივეს შენი დაჩხვლეტილი გული არამგონია კიდევ გაუძლებდეს, მეორედაც.. ახლა მე შენს რეალობასთან დაგტოვებ მარტო და იმედს მოგიგდებ გასართობად, მომავალ შეხვედრამდე მე.. -- http://www.youtube.com/watch?v=zWvdd8rAMGI წავედი...ძილინებისა თქვენ :*