IaSaShViLi შემოდი?

IaSaShViLi შემოდი?

კითხვა N763434 0 პასუხი ნუგზარ შატაიძის მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში" არის პატარა ბიჭის ცხოვრებაზე, იმ ბიწის, რომელიც გამოქცეულია აფხაზეთიდან და ბოლოს დედასაც გაექცა.ვფიქრობ, რომ რამდენიმენაერად შეიძლება გავიგოთ ამ მოთხრობის მთავარი სათქმელი.პირველი:საქართველოსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა, პოლიტიკა და ხალხის დამოკიდებულება ერთმანეთისადმი.მეორე: "გადასახლებული" ადამიანის მარტო ცხოვრება უცხო მიწაზე, ქუჩაში... მესამე კი ის, თუ რა ზიანი მოაქვს ოჯახის დანგრევას, გალოთებას და ნარკოტიკებს(აქ ის ვიგულისხმე წებოს რო სუნთქავდა). ჩემი აზრით, სამივე სათქმელზეა გამახვილებული ყურადღება, მაგრამ მთავარი, მგონია ხალხის ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, ომის შედეგი და ერთი ხიდით ორად გახლეჩილი ქვეყანა და ერი. ეს დაგვაწერინა კლასში 10წუთში:Dდა რო წავუკითხე სწორიაო და რაღაცეები გადააკეთე, შეალამაზე და კაი გამოვა:)