papachio შემოდი ერთი წამით ?

papachio შემოდი ერთი წამით ?

კითხვა N802623 0 პასუხი აღკვეცის ცერემონია იწყება ასე: სამონაზვნე თეთრი კვართით (სამოსით) შედის ტაძარში და შუაგულში დგება, შემდეგ ღვთისმსახური იღუმენი/ეპისკოპოსი იწყებს ლოცვების წაკითხვას მონაზვნობის შესახებ, არის სამი აღთქმა უბიწოება, უპოვარობა და მორჩილება ამ სამივეს კარგად უნდა იცნობდეს საონაზვნე და გააზრებული ჰქონდეს რა ნაბიჯს დგამს, შემდეგ სასულიერო პირი ეუბნება სიტყვებს სახარებიდან "თუ გსურს შემოდგომად ჩემად უარყავ თავი თვისი აღიღე ჯვარი შენი და შემომიდეგ მე" ამას იმეორებს სამჯერ შემდეგ სამონაზვნეს პირქვე აწვენენ სხვა მონაზვნები რომლებსაც მთელი ლოცვის განმავლობაში ხელგაყრილი უჭირავთ, ამ დროს ღვთისმსახური ესვრის მაკრატელს პირქვე მყოფ სამონაზვნეს, სიტყვებით ''ნებითა შენითა"პასუხობს აღსაკვეცი "ნებითა ჩემითა და ნებითა ღვთისათა" 3 ჯერ ესვრის მაკრატელს და 3 ჯერვე უნდა დაუბრუნოს და ამის შემდეგ მოკვეცავენ 4 ადგილას თმას და დაარქმევენ ახალ სახელს. მერე მონაზვნები იწყებენ აღსაკვეცის შემოსვას, სამოსის ცალკეულ დეტალს ცალკეული დატვირთვები აქვს. დასასრულს აღკვეცისა მიდიან მონასტრის სხვა წევრები და ახალ წევრს გაიცნობენ "მითხარი შენი სახელი წმინდა დედაო? ხოლო ის პასუხობს ცოდვილი მონაზონი(სახელი).