კითხვა N8039080 პასუხიგული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,
ცრემლს ღიმილი ენატრება,
ღიმილი კი ბიჭთან რჩება.
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი სხვაზე გაგიჟდება,
ის სხვა უცებ მიატოვებს,
მასზე გულიც არ დასწყდება.
გოგოს ფიქრთა კორიანტელს
ბიჭის სახე ელანდება,
დაღამდება, გათენდება,
მის გარეშე ჩუმად დნება.
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
ერთხელაც არ ახსენდება
და თუ მაინც გაახსენდა,
მოკითხვაც კი ეზარება.