კითხვა N8040960 პასუხი***
მაღალფარდოვნად დაწერენ სხვები,
იტყვიან მერე პოეტნი ვართო,
მე კი არაფერს მოვითხოვ მაშინ,
მხოლოდ შენს თვალებს ვუყურო მარტომ.
პრეტენზიები, ამბიციები მე არ მანაღვლებს,
არც იმედს მაძლევს,
შენით სიცოცხლე და არსებობა,
გამაღებინებს მომავლის კარებს.
მხოლოდ შენთვის ვწერ ყოველთვის ლექსებს,
და სულ ერთია რითმი და რიტმა,
გრძნობით დაწერილს რა შეედრება,
ეს ყველამ იცის, თუნდაც უვიცმა.
მთავარი ჩემთვის ის არის მხოლოდ,
დროს რომ გასცდება ჩემი ფიქრები,
და რომ განგება ვერას დამაკლებს,
ჩემი ლექსებით უკვდავ ვიქნები.
ვიცი, რომ შენში დარჩება სიტყვა,
ამონარიდი ურითმო ლექსთა,
და ყველაფერი რაც კი ოდესმე,
ვერ მოვახერხე რომ შენთვის მეთქვა.
მერე იფიქრებ ბევრს და ხშირ-ხშირად:
''ვერ ვაფასებდი სიყვარულს სწორად,
ნეტავი წამით შეიძლებოდეს
წარსულში წასვლის შანსი რომ მომცა. ''
იფიქრებ ბევრს და მიხვდები ალბათ,
წარსულზე ფიქრი არაფერს შეცვლის,
დროა ინატრო მომავლის შეცვლა,
და მეც უსიტყვოდ ვიქნები შენთან.