კითხვა N8073350 პასუხიერთ იგავს კიდევ დავდებ და თავს აღარ მოგაწყენთ. ამის მერე არ გვეთქმის მადვილად რომ უსამართლობაა
ორი ანგელოზი
იყო ორი ანგელოზი. ერთი ყოველთვის ისვენებდა ღრუბლებში, ხოლო მეორე სისტემატიურად დაფრინავდა მიწიდან, ზეცაში ღმერთთან.
ერთ დღეს ანგელოზმა, რომელიც ყოველთვის ისვენებდა ჰკითხა მეორეს:
- რატო დაფრინავ ამდენს იქეთ-აქეთ?
- მე დამაქვს უფალთან გზავნილები, რომლებიც იწყება სიტყვებით: „დამეხმარე ...“ და შენ ყოველთვის რატომ ისვენებ ?
- მე უფალთან მევალება მივიტანო გზავნილები, რომლებიც იწყება სიტყვებით: „მადლობას გიხდი უფალო ...“
მორალი: როდესაც ვითხოვთ უფლის დახმარებასა და შეწევნას, არ უნდა გვავიწყდებოდეს შემდგომ მადლობის გადახდა. უფალი მხოლოდ მაშინ არ უნდა გვახსენდებოდეს, როცა გვიჭირს.