აი აბა ნახეთ თუ მოგწონთ ^^ ბზზზზ?

აი აბა ნახეთ თუ მოგწონთ ^^ ბზზზზ?

კითხვა N807384 0 პასუხი საოცარი ელისი ცხოვრობდა გაღმა ნაპირას,ვიწრო სამკუთხედ სახლში.ამ ქოხში ყველაფეერი გეომეტრიული ფიგურებისა იყო .სამწუხაროდ წყლის მილი მონაკვეთის ფორმის გაეკეთებინათ ,რომელშიც წყალი ვერ ეტეოდა.საოცარი ელისი იძულებული იყო ყოველდღე გადასულიყო მეორე ნაპირზე და სასმელი წყალი წამოეღო ,თანაც მაღაზიაში შეივლიდა ,სადაც ყველაფერი საოცარი სიზუსტით დამზადებული ფიგურებით შეფუთული იყიდებოდა,მაგრამ ყველაზე მეტად მას ამ მაღაზიაში კარი მოსწონდა,რომელიც მის მიახლოებისთანავე იღებოდა და ელოდა მანამ,სანამ საოცარი ელისი მასში არ შევიდოდა. მაღაზიაში ყოველთვის სიწყნარე იყო ,ცოტა კლიენტი,მაგრამ დიდი,სავსე სივრცე. მშვიდად აირჩევდა საშუალო ზომის კვადრატულ კოლოფში მოთავსებულ რძეს,კონუსის ფორმის ქილაში ჩაყრილ უგემურ კანფეტებს და თავისი რკალისებრი ღიმილით გაემართებოდა დახლთან მდგომი მართხკუთხათავა ბიჭუნასაკენ,რომელიც მას მწვანე,სუნიან კუპიურებბს ართმევდა ,უხმოდ,თვალსაც კი არ გაუსწორებდა,თითქოს სანამ საოცარი ელისი სანმ არ გაბრუნდებოდა თავისი საყვარელი კარისკენ ბიჭუნა არც კი სუნთქავდა.. კაცმა რომ თქვას ეს კარი ერთადერთი იყო ,რომელიც ელისის საოცრებას ამჩნევდა და ეკონტაქტებოდა.