თქვენც ესე ხართ?

თქვენც ესე ხართ?

კითხვა N956797 0 პასუხი მე შეიძლება არც ხალხმრავლობა მიყვარდეს და არც ერთი ამბავი, მაგრამ ჩემი ყველა ნათესავი და ოჯახის წევრი ჩემთის ძვირფასია, აი მართლა ყველა მიყვარს და ყველას პატივს ვცემ. სულ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, აი რაჯობია როცა ვინმესთან შინაურულად ხარ და ის ვიღაცა თოთო ბავშვი რო იყავი იმ დროიდან გიცნობს და უხარია შენი წარმატებები. ყველაზე კარგი რამაა ოჯახი და ახლობლები და მათთან ერთად ყოფნა. ვისაც თქვენს ნათესავებთან ცუდი ურთიერთობა გაქვთ, გირჩევთ რო ეცადოთ და გამოასწოროთ, ზოგს ღმერთი ბევრ მეგობარს ჩუქნის, ზოგი კიდე ჩემსავით ოჯახის წევრებითაა შემოფარგლული, მე ცხოვრებამ 1 მეგობარი მარგუნა და ისიც წამართვა, არადა ძალიან მინდა მეგობარი რო მყავდეს ძალიან და ვგრნობ რო არასდროს მეღირსება 1 მაინც ვინც ბოლომდე გამიგებს. ხოდა, ჩემსავით რო არ დაგემართოთ გიყვარდეთ ოჯახი და ახლობლები, მხოლოდ ეგენი შემიძლია შევადარო სანთლებს ჩაბნელებულ წყვდიაში, როცა ქუჩაში მიდიხარ და საიდანღაც შენი ახლო ნათესავი მოჩანს ამდენ უცხო ხალხში, მართლაც აი გგონია რო სანთელი ანათებს ამდენ წყვდიადში. მე ყოველშემთვევაში ასე ვხედავ...