ვისაც შუშანიკის გაშინაარსება უნდა მოდით{1.2.3 თავი}

ვისაც შუშანიკის გაშინაარსება უნდა მოდით{1.2.3 თავი}

კითხვა N986114 0 პასუხი და ახლა დამტკიცებით გეტყვით თქვენ წმინდა და სანატრელი შუშანიკის აღსასრულის შესახებ. . სპარსელთა მეფის მერვე წელს სამეფო კარისკენ გაემართა ვარსქენ პიტიახში, არშუშას ძე; თავდაპირველად ისიც ქრისტიანი იყო და ქრისტიანი მამისა და დედის ნაშობი, და მის ცოლად იყო სომეხთა სპასპეტის, ვარდანის ასული, რომლის შესახებაც მოგწერეთ თქვენ. მამისგან სახელი ჰქონდა ვარდანი, სიყვარულით კი მისი სახელი იყო შუშანიკი, მოშიში ღვთისა, როგორც ვთქვით, თავისი სიყრმიდან; ხოლო თავისი ქმრის უკეთური ბუნების გამო იგი მუდამჟამს ფიქრებში იყო· და ყველას ევედრებოდა მისთვის ლოცვის აღვლენას, რომ ღმერთს შეეცვალა იგი უგუნურების ბუნებისგან და მიახლებოდა ქრისტეს გონიერებას. ხოლო უბადრუკი და სამგზის შესაბრალისი ვასქენის, ამ ყოვლად განწირულის, შესახებ როგორღა თქვას ვინმემ, თუ როგორ უკუაგდო მან სანატრელი იმედი ქრისტესი? ანდა ვინ არ იტირებს მას, რომელსაც არც ჭირი ენახა, არც შიში, არც მახვილი, არც პყრობილება ქრისტესთვის? რადგან როდესაც მივიდა და წარდგა იგი სპარსელთა მეფის წინაშე, [წარდგა] არათუ პატივის მისაღებად, არამედ ძღვნად სწირავდა თავის თავს ამ მეფეს ჭეშმარიტი ღვთის უარყოფით და თაყვანს სცემდა ცეცხლს, რომ ყოველმხრივ გაეშორებინა თავისი თავი ქრისტესგან. ამასთან, ეს საბრალო ცოლს ითხოვდა სპარსელთა მეფისგან, რომ მოსწონებოდა იგი მეფეს, და ასე ეუბნებოდა: "რომლებიც თავდაპირველი ცოლია და შვილები, იმათაც ისევე მოვაქცევ შენს მსახურებაზე, როგორც- მე” (იმას ჰპირდებოდა იგი, რაც შუშანიკისგან ხელთ არ ჰქონდა). მაშინ გაიხარა მეფემ და ბრძანა მის ცოლად ასული მეფისა. . და წამოვიდა სპარსელთა მეფისგან პიტიახში, ხოლო როდესაც მოაღწია მან ქართლის საზღვრებს, ჰერეთის მხარეს, განიზრახა, რომ შეეტყობინებინა და წინ მიჰგებებოდნენ მას აზნაურები, თავისი ძეები და თავისი მსახურები, რომ მათ მიერ ქვეყანაში გველივით შემოსულიყო. წარმოგზავნა მან მონა მალემსრბოლის· ცხენით; და როდესაც ეს მონა მოვიდა იმ დაბასთან, რომელსაც სახელად ერქვა ცურტაეთი, და რაჟამს შევიდა იგი წმინდა შუშანიკთან, ჩვენს დედოფალთან, მოკითხვა უთხრა· მას, ხოლო სანატრელმა შუშანიკმა, როგორც წინასწარმეტყველმა, თქვა: "თუკი სულით ცოცხალია იგი, სიმრთელით იყავით ისიც და შენც, ხოლო თუ სულით მომკვდარი ხართ, ეგ შენი მოკითხვა შენვე მოგიბრუნდეს”. იმ კაცმაც ვერ გაბედა სიტყვის თქმა, წმინდა შუშანიკი კი აფიცებდა და ეკითხებოდა მას დაჭეშმარიტებით, ხოლო იმ კაცმა აუწყა მართალი და უთხრა, რომ ‘ვასქენმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი”. როგორც კი გაიგონა ეს ნეტარმა შუშანიკმა, დაეცა იგი მიწაზე, თავს ქვევით ურტყამდა და მწარე ცრემლით ამბობდა: ‘საცოდავი გახდა უბადრუკი ვასქენი, რადგან უარყო მან ჭეშმარიტი ღმერთი, აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოებს”. ადგა შუშანიკი, დატოვა თავისი სასახლე და ღვთისმოშიშებით შევიდა ეკლესიაში. თან მიიყვანა მან თავისი სამი ძე და ერთი ასული, წარuდგინა ისინი [ღმერთს] საკურთხევლის წინ და ასე ლოცულობდა და ამბობდა: "უფალო ღმერთო, შენი მოცემულები არიან და შენ დაიცავი ესენი, სულიწმინდის მადლით წმინდა ემბაზისგან განათლებულნი, რომ იყვნენ ერთი სამწყსო ერთი მწყემსისა, ჩვენი უფლის იესო ქრისტესი. როდესაც მწუხრის მსახურება აღასრულეს, ნახა მან ერთი პატარა სახლაკი ეკლესიის ახლოს, შევიდა იქ შიგნით სიმწარით სავსე, მიეყრდნო ერთ კუთხეს და მწარე ცრემლით ტიროდა . ხოლო პიტიახშის სახლის ეპისკოპოსი, რომელსაც სახელად ერქვა აფოცი, არ იმყოფებოდა იქ, არამედ ვიღაც წმინდა კაცის სახლშიი· იყო მისული მოსაკითხად და მეც, დედოფლის ხუცესი, მასთან ერთად ვიყავი იმ სახლში. და მყისვე მოვიდა შინიდან· დიაკონი და უთხრა მასეს ყოველივე: პიტიახშის მოსვლა და დედოფლის საქმეები, ხოლო ჩვენ ავივსეთ მწუხარებით და გამწარებულნი ვტიროდით დიდი ტირილით ჩვენი ცოდვების ხოლო მე ადრე წამოვედი და მოვედი იმ დაბაში, სადაც იყო ნეტარი შუშანიკი. როდესაც ვნახე იგი მეტად გამწარებული, მეც ვტიროდი მასთან ერთად. ამასთან, ვუთხარი ნეტარ შუშანიკს: ‘დიდ ბრძოლაში შედიხარ ჩემო დედოფალო. გაუფრთხილდი ქრისტეს სარწმუნოებას, რომ არ ნახოს საძოვარი შენთან მტერმა როგორც განგრენამ”. ხოლო წმინდა შუშანიკმა მითხრა მე:"ხუცესო, მეც დიდი ბრძოლისთვის გამზადებული ვარ”. და მე ვუთხარი მას: "ეგ ეგრეა. მხნე იყავი შენ, მომთმენი და სულგრძელი”. მან კი მითხრა მე: "მარტო ჩემთვისაა ეს ჭირი”. და მე ვუთხარი მას: "შენი ჭირი ჩვენი ჭირია და შენი სიხარული ჩვენი სიხარული. ჩვენი არა მხოლოდ დედოფალი იყავი, არამედ ჩვენ ყველას როგორც შვილებს ისე გვხედავდი”. და მე ვუთხარი ამ სანატრელს: "ჩანაფიქრით რა როგორ გაქვს განზრახული, მითხარი მე, რომ ვიცოდე და აღვწერო შენი ღვაწლი”, მან კი მითხრა მე: "რისთვის მეკითხები ამას?” მეც მივუგე და ვუთხარი: ‘მტკიცედ დგახარ? და მან მითხრა მე: "ნუ მოხდება ჩემზე, რომ ვეზიარო მე ვასქენის საქმეებსა და ცოდვებს”. მე მივუგე და ვუთხარი: ‘მწარე განზრახვა აქვს მას, დიდ გვემასა და ტანჯვაში ჩაგაგდებს შენ”; ხოლო მან მითხრა მე: ‘უმჯობესი იქნება მისი ხელით ჩემი სიკვდილი, ვიდრე მისი და ჩემი შეყრა და ჩემი სულის წარწყმედა, რადგან მსმენია პავლე მოციქულისგან: ‘არ არის დამონებული ძმა ანდა და, არამედ გაიმიჯნოს”. და მე ვთქვი: "ასეა”. და სანამ ჩვენ ამ საუბარში ვიყავით, ერთი სპარსელი კაცი მოვიდა, შევიდა იგი ნეტარ შუშანიკთან და ტირილით ამბობდა: ‘მშვიდობის ასეთი სახლი როგორ შესაბრალისი გახდა და [როგორ] გადაიქცა სიხარული მწუხარებად?” მაგრამ ვარსქენისაგან ჰქონდა მას დარიგება და მზაკვრულად ამბობდა ამას, რადგან უნდოდა მონადირება ამ ნეტარისა,·წმინდანმა კი შეიცნო მისი მზაკვრული ჩანაფიქრი და შემოიმიჯნა თავისი თავი მტკიცედ და სამი დღის შემდეგ მოვიდა ვასქენ პიტიახში. უთხრა მას იმ სპარსელმა ფარულად: "მე როგორც შემიცვნია, შენი ცოლი გამდგარია შენგან, და მე გეუბნები შენ: ‘რაიმე მკაცრ სიტყვას ნუ ეუბნები მას, რადგან ქალთა ბუნება ვიწროა” მეორე დღეს, როდესაც ადგა პიტიახში, გვიხმო ჩვენ, ხუცესებს, და მივედით. სიყვარულით მიგვიღო მან და თქვა: "ახლა ნურავისთვის მერიდებით მე, ნურც გძულვართ”. ჩვენ კი მივუგეთ და ვუთხარით: ‘დაღუპეშენი თავი და ჩვენც დაგვღუპე ”. მაშინღა დაიწყო მან ლაპარაკი და თქვა: ‘რატომ იუფლა ჩემზე ჩემმა ცოლმა ამგვარის ჩასადენად? ახლა მიდით და უთხარით:შენ ჩემი ხატიc დაამხე და ჩემს საწოლს ნაცარი გადააყარე, შენი ადგილი დაგიტოვებია და სხვაგან წასულხარ ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა: "არათუ მე· აღმემართა ის ხატი, რომ მე დამემხო, მაგრამ შენმა მამამ აღმართა სამარტვილეები და ეკლესიები ააშენა, შენ კი შენი მამის საქმეები შებილwე და გააუკუღმართე მისი სიკეთეები. შენმა მამამ წმინდანები შემოიყვანა თავის სახლში, ხოლო შენ დევები შემოიყვანე. მან აღიარა და ირწმუნა ცისა და მიწის შემქმნელი ღმერთი, შენ კი ჭეშმარიტი ღმერთი უარყავი და ცეცხლს ეთაყვანე. ამიტომ, როგორც შენ შეურაცხყავი შენი შემოქმედი, ასევე მე შენ შეურაცხგყოფ, და თუნდაც ბევრი ტანჯვა მომაყენო მე, არ ვეზიარები შენს საქმეებს”. ჩვენც ეს ყოველივე ვაუწყეთ პიტიახშს, ის კი განრისხდა და ბრდღვინავდა მის გამო.