იცით ვინმემ შინაარსი?

იცით ვინმემ შინაარსი?

კითხვა N994010 0 პასუხი დავითიანი ვსთქვი დავით გურამისშვილმან გვარადო, ხილად ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა ნორჩის მგვანადო; ცხოვრების წყაროს უხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო, ამად ვსთქვი ჯვარზედ ვნებული ცრემლნი იდინოთ ღვარადო. ამისთვის მე არ შევსძეძვე, რაც დავრგევ იგავთ ხე ველად, უფრო ადვილად აღვლიან ზედ ყრმანი დასარხეველად. სასმელად უძღვენ თერმონი, არ ცუდად დასანთხეველად, ყრმათ შევავედრე ეს წიგნი, არ შექმნან დასახეველად. ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და, ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა. ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა, ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო და. მე რუსთველსა ლექსს არ უდრი, ვით მარგალიტს-ჩალის ძირსა; მაგრამ მიმროთიც კეკლუცნი ტურფად მოიკაზმენ პირსა; ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსა, დრო მოვა რომ გატკბილდების, ხილად სშჭამენ პანტის ჩირსა. ცხენი მარტო მორბენალი მუხლმოკლედიც გამალდების, სად მაღალი არცად იყოს, მუნ დაბალი გამაღლდების. თვალან ნასსა ალამაზებს, ვის ლამაზი არ ახლდების, ამ წიგნს წიგნად მოიხმარებს, ვინც სხვას წიგნსა ვერ მიხვდების. მე უშვილომ ეს ობოლი მძლივ გავზარდე დიდის ჭირით: რაც ვიცოდი საცოდნელი, მას ვასწავლე სიბრძნემცირით. მოვკვდი, დამრჩა უნათლავი, ვერ შევიძელ მე სიმწირით, ვინც მონათლავს, მე მას ვლოცავ ცოდვილისა ჩემის პირით. იცით ვინმემ შინაარსი?