შუშანიკის და ვარსქენის დახასიათება ვისაც გინდაათ )))))))))))

შუშანიკის და ვარსქენის დახასიათება ვისაც გინდაათ )))))))))))

კითხვა N995583 0 პასუხი ''შუშანიკის წამება''ჩვენამდე მოღწეული პირველი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია. იგი ასახავს იმ პერიოსდ როდესაც ირანი საქართველოში ცდილობდა ქრისტიანობის აღმოფხვრას და მაზდეანობის დანერგვას. ავტორი თხზულების მომსწრე და თვითმხილველია ყველა იმ ფაქტისა და მოვლენისა რასაც თვითონ აღწერს. მოქმედება ხდება ქართლში ვარსქენ პიტიახშის ოჯახში დატრიალებული დრამის ფონზე. ავტორისს ყურადღების ცენტრშია წმ. შუშანიკი. დედოფალი შუშანიკი თვისებებით ვარსქენისგან მკვეთრად განსხვავდება. იგი მომთმენი, ძლიერი სულისა და რწმენის პატრონია, ასევე ძალიან მორწმუნე, თავმდაბალი და თავგანწირული. ამაზე მრავალი ფაქტი მეტყველებს, ხოლო ვარსქენი პირიქით პიცხია ადვილად გამოდის წყობიდან, ხოლო მისი რწმენა სუსტია. ამაზე ნათლად მეტყველებს მის მიერ რელიგიის შეცვლა. შუშანიკს, როგორც ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანს, ღვთიური სიბრალული გააჩნია ვარსქენის მიმართ, მაგრამ არ სურს თანაზიარი იყოს მისი ცხოვრების, რადგან მას ღრმად აქვს გადგმული მის გულში რწმენის ფესვები. შუშანიკი მეუღლეს უპირისპირდებოდა არა მარტო როგორც ქრისტიანობის დამცველი ქალი, არამედ დიდი პატრიოტი. შუშანიკისთვის რწმენის ღალატი სამშობლოს ღალატს უდრიდა. მან თავისი ცხოვრება წამებით დაასრულა. თავისი ცხოვრებით უდიდესი მაგალითი აჩვენა. ხალხმა იგი წმინდანად შერაცხა.