რუსთავის თეატრი

რუსთავის თეატრი

კითხვა N998326 0 პასუხი რუსთავის თეატრი საზოგადოების აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია კულტურა. თუ ადამიანს სჭირდება ბუნება, მისი ბიოლოგიური ცხოვრებისათვის, კულტურული გარემო აუცილებელია მისი სულიერი, ზნეობრივი ცხოვრებისათვის.ხელოვნება მჭიდრო კავშირშია ზნეობასთან,რადგან ხელოვანი თავის ნაწარმოებით გვესაუბრება იმის შესახებ,რაც მისთვისაა ღირებული.განა შემთხვევითია,რომ ნაწარმოების გმირთა თვისებები უმრავლეს შემთხვევაში ზემოქმედებენ თვით მხატვრული სახის ესთეტიკურ ღირებულებებზე? დადებითი გმირები ხომ,ჩვეულებრივ,უფრო უყვართ,ვიდრე უარყოფითი. ხშირად მათი განსხეულების მხატვრული დონის მიუხედავად,-იმის მიუხედავად,რომ ნებისმიერი უარყოფითი მოვლენის ასახვაც მაღალ ზნეობას ემსახურება,რადგან ზნეობრივი მანკიერება წარმოჩენილია როგორც პრობლემა,რომელიც აღმქმელში პროტესტს გამოიწვევს იმის მიმართ,რასაც იგი გამოხატავს.ხელოვნება და ზნეობა განუყოფელია - მორალი,ზნეობა,სული-აი ხელოვნების სამფლობელო.ჭეშმარიტი ხელოვნების ძალა იმაშიცაა,რომ ადამიანებში საუკეთესო გრძნობების აღძვრით მათ ქმედებისაკენ უბიძგებს,რადგან ისინი აღარ არიან გულგრილნი -ფიქრობენ,ღელავენ და სურთ იმოქმედონ.სწორედ ამას უკავშირებენ ხელოვნების მაღალ მოქალაქეობრივ მისიას -ცხოვრებაში პრობლემებზე დაფიქრებას. ხელოვნებისაგან ადამიანები ელიან ემოციურ გამოძახილსიმაზე,რაც მათ აწუხებთ ცხოვრებაში.მასთან შეხვედრით სურთ,დროებით მაინც,განერიდონ ყოველდღიურსა და ერთფეროვანს,აზრითა და განცდით მიუახლოვდნენ თავის დროის ზნეობრივ იდეალებს, ამიტომ გვიზიდავს თეატრი ასე,გვიზიდავს და გვიხმობს,და ჩვენც მივდივართ.ყველა თეატრის მუდმივი საზრუნავია -როგორ აცნობოს ადამიანებს,რომ მათთთვის შექმნილილია სპექტაკლი,რომელიც ამა თუ იმ,ამა და ამ დღესა და საათს იქნება წარმოდგენილი.როგორ მოუხმოს მათ,ვისთვისაც რუდუნებით იშრომა და ვის გარეშეც თავის ქმნილებას ვერ გააცოცხლებს_სცენა,სასცენო ხელოვნება ხომ მხოლოდ მაყურებელთან ერთად ცოცხლობს. დღევანდელ თეატრს მაყურებლის მოხმობის არაერთი საშუალება აქვს: გაზეთი,საგანგებო ცნობარი,რადიო,ტელევიზია და ასევე ის უძველესი აფიშა.მიუხედავად ყველაფრისა,აფიშა მაინც მისი დროის საუკეთესო მაცნეა. ყველა მხატვრული ნაწარმოები ადამიანის შექმნილია, ოღონდ არა ჩვეულებრივი მოკვდავის,არამედ თვით განგების მიერ გამორჩეულის,ქმნადობის ნიჭის მქონე ადამიანის მიერ.სწორედ ამ ნიჭის წყალობით შეუძლია მას შექმნას ახალი სინამდვილე.ეს სინამდვილე ერთდროულად მოიცავს,როგორც სავსებით კონკრეტულს და ხელშესახებ _ქაღალდს, ტილოს, მარმარილოს, ფერს, ხაზს, ბგერას, სიტყვას, მოცულობას და ა.შ, ისე იდეალურს,ანუ ცხოვრებაზე ავტორის ნაფიქრ-ნააზრევსა და განცდილს. მას უზიარებს საკუთარი ენით - მხატვრული სახეებით.თეატრი მაშინ აღწევს თავის მიზანს, თუ მის მიერ მაყურებლისათვის შეთავაზებული, ამ მაყურებლისათვის საინტერესოა,თუ წარმოდგენაში გაცოცხლებული მოვლენები მასაც აღელვებს. ასეთ შემთხვევაში თეატრის მხატვრული ქმნილება იძენს შემეცნებითსა და აღმზრდელიბით ძალას, რაც ცხადია, მაყურებელზე ზემოქმედებასაც აძლიერებს, იმიტომ რომ სპექტაკლის აღქმის პროცესში ჩართულია მაყურებლის ემოციაც, ინტელექტიც,მეხსიერებაც და იმისი უნარიც,რომ მან სცენაზე დანახული საკუთარ ცხოვრებას დაუკავშიროს.ასე უწყობს ხელს თეატრი ადამიანებში ერთმანეთთანდა საზოგადოებასთან კავშირის გრძნობის გაძლიერებას. მე ზოგადად შევეხე კულტურას,თეატრს, მაგრამ ჩემი ძირითადი მიზანია ვისაუბრო ჩემი პატარა ქალაქის, რუსთავის თეატრზე. როგორი იყო მისი შესაძლებლობები ხელოვნების ამ სახეობაში და გადავწყვიტე მეხელმძღვანელა რუსთავის თეატრის და რუსტავქალაქის საამაყო მსახიობის, ქალბატონი ნათელა მუხულიშვილის წიგნით რუსთავის თეატრის შესახებ "გაგიმარჯოთ ყველას".ასევე პირადად ვესაუბრე ქალბატონ ნათელა მუხულიშვილს და გადავწყვიტე ჩემი ქალაქის თეატრალური ისტორიისათვის 1967წ 30 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის ხელმძრვანელობიტ მარჯანიშვილის ტეატრიდან გადმოსულ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად შეიქმნა რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მაშინ ბატონი გიგა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ბატონ გიგას უფროსი თაობის მსახიობებთან (ვ.ანჯაფარიძე,ა.ვასაძე,ა.ხორავა,მ.ჭიაურელი) მოუვიდა კონფლიქტი და გამოუშვეს თეატრიდან. ახალგაზრდა მსახიობებმა რ.ხობუას ხელმძღვანელობით, ქალაქის მაშინდელი თავკაცის, ლუდვიგ ხარბედიას თანადგომით დააარსეს რუსთავის დრამატული თეატრი. პირველივე სპექტაკლმა_"სირანო დე ბერჟერაკიმ" მაყურებლის აღფრტოვანება და სიხარული გამოიწვია,ამას მოჰყვა ვ.კოროსტოლიოვის პიესა-"ასი წლის შემდეგ" ე.დეფილიპოს-"კომედიის ხელოვნება. ამ სპექტაკლებმა,ისეთ ისახელი და დიდება მოუპოვარუსთავის ტეატრს, რომ მოსკოვში IIსეზონის ბოლოს,მთელი თეატრალური ელიტა აღფრტოვანებას ვერ მალავდა. მოსკოვში გასტროლზე ჩატანილმა სპექტაკლმა, მ.გორკის-"ფსკერზე", ყველაზე წამყვანი თეატრალური კრიტიკოსებიც კი აღაფრთოვანა. გასტროლების დამთავრების დროს, სცენაზე ამოცვივდნენ მაყურებლები და ხელებს უკოცნიდნენ ჩვენს მსახიობებს, ბატონებს: ო.მეღვინეთუხუცესს, ი.უჩანეიშვილს, გ.სიხარულიძეს, მ.გორგილაძეს, თ.მაისურაძეს, ლ.ანთაძეს; ქალბატონებს: ლ.შოთაძეს, თ.სხირტლაძეს, ქ.კიკნაძეს, ე.სიხარულიძეს და იმ 27 მსახიობს რომლებმაც შექმნეს ეს ბრწყინვალე თეატრი, რომლის სახელიც 3 წლის შემდეგ ბუდაპეშტშიც ახმიანდა. 1974წ. ნოემბერში ბუდაპეშტის ეროვნულ სცენაზე რუსტავის თეატრი იწყებს გასტროლს!სულ რამენიმე წლის თეატრი ევროპაში მიემგზავრება. ეს უკვე წარმატება იყო. ამას წინ უძღვოდა 1971 წელს უნგრული დრამატურგიის ფესტივალზე მოპოვებული პირველობა.უნგრული პიესის "ბანკ-ბანის" შესრულებისათვის, ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით ბნ. ო.მეღვინეთუხუცესი თ.არჩვაძე და ქნ. ნ.მუხულიშვილი პრემირებული იყვნენ საუკეთესო როლების შესრულებისათვის.გამართლდა რეჟისორ გ.ბერენის წინასწარმეტყველება:"ფესტივალის გამარჯვებული "ბანკ-ბანი" იქნება და ბუდაპეშტის სცენაზე ითამაშებთო" ბუდაპეშტში ეროვნული თეატრის დარბაზებში ტევა აღარ იყო, ოვაციები არ წყდებოდა სპექტაკლების ბოლოს, საღამო გაზეთებში ხოტბას ასხამდნენ ქართული ტეპერამენტითა და გარეგნობით მოხიბლულ "მადიარზე უფრო დიდ მადიარ"მსახიობებს სადაც კი წავიდა თეატრი: ბულგარეთში, უნგრეთში, მოსკოვში, არაერთი გასტროლების დროს, ყველგან ყვებოდნენ, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართველი არტისტების ნიჭიერებაზე,ტემპერამენტისა თუ სილამაზის გამო. როდესაც უნგრეთში დრამატურგიის ფესტივალზე თეატრმა ითამაშა უნგრული პიესა "ბანკ-ბანი", უნგრელებმა მსახიობებს უთხრეს თქვენ ჩვენზე მეტი უნგრელები ხართო. მოსკოვში ჩეხოვის "თოლია" და გორკის "ფსკერზე" თამაშის შემდეგ, რუსმა მაყურებლებმა უთხრეს_ თქვენ ჩვენზე მეტი რუსები ხართო, მოლდავეთში პიესა "მოლდას" თამაშის შემდეგ ჩვენზე მეტი მოლდაველები ხართო ბატონი გ.ლორთქიფანიძე მაღალ ნიჭიერებასთან ერთად გამოირჩეოდა პატრიოტიზმით, რომ იტყვიან სული და გული, რომელმაც თეატრის მეშვეობით, რუსთავის, ამ პატარა მეტალურგიული ცენტრის სახელი ევროპისა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ცნობილი გახდა. შემდეგ სეზონებში ზედიზედ დაიდგა წარმატებული და აღიარებული სპექტაკლები:"ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"რომელმაც მსახიობ გივი ბერიკაშვილსა და ექვს ქალბატონს: ი.ხობუას, ლ.შოთაძეს,თსხირტლაძეს,ზ.გზირიშვილს,გ.გაბუნიას,ე.სიხარულიძეს საყოველთაო აღიარება მოუპოვა. 1975წ. თებერვლის თვეში დაიდგა ვ.კოროსტილიოვის "ფიროსმანი", რომელიც გენიალური ქართველი მხატვრის ნ.ფიროსმანის ცხოვნრებას ასახავდა.სპექტაკლი იმდენად წარმატებული იყო,რომ მილიციის კორდონით ტარდებოდა რკინიგზელთა სასახლეში და რუსთაველის თეატრში. სპექტაკლით, რომელიც თეატრმა საგასტროლოდ მოსკოვში წაიღო, საყოველთაო აღიარება მოუპოვა ო.მეღვინეთუხუცესს. 47წ.ასაკში "სსრკ-სსახალხო არტისტის წოდება"მიიღო. დიდმა რუსმა მსახიობმა მ.ულიანოვმა,ბატონი ოთარი და ქალბატონი ნ.მუხულიშვილი გულში ჩაიკრა. მეორე დღეს გარჩევაზე მოსკოვის უმკაცრესმა კრიტიკამ, დიდი აღიარება და შეფასება მისცა სპექტაკლს. რუსთავის თეატრალური დასის აღიარება იმდენად დიდი იყო რომ თბილისის ინტელიგენცია პრემიერაზე ბილეთს ვერ შოულობდა. ყოველ ზაფხულს სეზონის ბოლოს მიდიოდნენ ქუთაისში,ერთი თვე რჩებოდნენ და ის თეატრალური ქალაქიც ზეიმით ხვდებოდა,თეატრი გასტროლებს მართავდა ბათუმში, ქუთაისში, სოხუმში. რუსთაველ მსახიობებს ყველგან უწყვეტი ტაშითა და ყვავილების თაიგულით ხვდებოდნენ. მადლიერი მაყურებელი პატივს მიაგებდა იმ უბრწყინვალეს დასს, რომელიც ქართული კულტურის მარგალიტად იქცა. 1975 წ. შემოდგომაზე მთავრობის გადაწყვეტილებით რუსთავის თეატრის ცხრა მამაკაცი, რომლებმაც უდიდესი სახელი და დიდება მოიხვეჭე: გ.ლორთქიფანიძესთან ერთად გადაიყვანეს მარჯანიშვილში, ვინაიდან თეატრი საშინელ კოლაფსში იყო. მიუხედავად მეგობრებისა დაჟინებული თხოვნისა, იმ საოცარი სითბოსა და მაღალნიჭიერების გამო, რომელიც რუსთავში იგრძნო, ქალბატონი ნათელა მუხულიშვილი ქალაქ რუსთავს არასოდეს მოშორებია, არც მარჯანიშვილის, არც გორის და არც სხვა, რომელიმე თეატრის გამო, თუმცაღა გორში მას თვით ლ.იოსელიანი, ხოლო მარჯანიშვილში ყოფილი პედაგოგი რ. მირცხულავა ეპატიჟებოდნენ. არ წავიდა, რადგან ვერ შეძლო იმ გამოუთქმელი სიყვარულისაგან მოწყვეტა , რომელთაც იგი რუსთაველებს უყვარდათ, უყვართ და სამუდამოდ ეყვარებათ თავისი პატარა "მუხულა" გოგონადან პატივცემულ ქალბატონამდე გაზრდილი ნათელა მუხულიშვილი, რომელსაც კლუბმა "თეატრონმა" მუსიკალური საზოგადოების დარბაზში არნახული შეხვედრა მოუწყო და რუსთავის საპატიო მოქალაქედ შერაცხა. ასევე რუსთავის თეატრის ერთგული დარჩა დაქვრივებული, ულამაზესი ია ხობუა, რომელმაც პირველი სეზონის ბოლოს გარდაცვლილი ქმრის თეატრს არ უღალატა და მის წამყვან მსახიობად დარჩა. 1976 წ. თეატრში მოვიდა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი _ გემოვნებიანი, დახვეწილი, რაფინირებული რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე, რომელიც რეჟისორ თამაზ მესხთან ერთად ახალი სიცოცხლე შესძინა თეატრს. ბევრი ფიქრობდა რომ შეიძლება რეზულტატი ვერ ყოფილიყო შედეგიანი, თუმცა ზედიზედ დაიდგა რ.თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი", რ.როლიანის "მგლები", ლ.პირანდელოს "ექვსი პერსონაჟი ეძებს ავტორს", ე.დე-ფილიპოს "ცილინდრი", ლ.თაბუკაშვილის "დარაბებს მიღმა გაზაფხულია", გამოჩნდნენ ახალი მსახიობები: რ.ჩხიკვიშვილი, ი.ქუთათელაძე, დ.გიორგობიანი,გ.ჭყონია და სხვანი, რომელთაც მაყურებლის სიყვარული მოიპოვეს. დაიდგა გ.ბათიაშვილის "ვალე" და ასე წარმატებით მიდიოდა წინ რუსთავის თეატრი. 2008წ. თეატრში სამუშაოდ მოვიდა გოჩა კაპანაძე, რომელმაც ხუთი ერთმანეთზე საუკეთესო სპექტაკლი დადგა:ე.დე-ფილიპოს "ნეაპოლი მილიონერი"; ლ.ქიაჩელის "ბედი წარმავალთა";დ.კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", "ბედნიერი ერი" და ჯ.იოსელიანის "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. სპექტაკლებს ისეთი დიდი წამატება ხვდა წილად რომ თეატრი მიწვეული იქნა ედინბურგის, თეირანისა და პეკინის თეატრალურ ფესტივალზე, მაგრამ ქალაქის და მხარის ხელმძღვანელებმა თეატრიდან გაუშვეს გოჩა კაპანაძე. თეატრს კვლავ მძიმე პერიოდი დაუდგა. ისევ ჩავარდნები... ისევ წარუმატებლობა.. გარკვეული დროის შემდეგ რუსთავის თეატრმა ახალი სიცოცხლე დაიწყო. დაიდგა გ.ჩოხელის "ადამიანთა სევდა",რომელმაც ანტალიის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა. ჩვენი მსახიობები ნ.მუხულიშვილი და კ.ბექაია დაჯილდოვებულნი იყვნენ დიდი მსახიობების ტიტულით. ამ თეატრის საბედნიეროდ და სასახელოდ სპექტაკლები, რომლებიც იდგმებოდა რუსთავში ყოველთვის უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდა. ასეთი ფეხბედნიერია რუსთავის თეატრი,რომელიც თავისი სპექტაკლების ხარისხით, მსახიობთა საშემსრულებლო ხელოვნებით, ერთ ერთი ყველაზე საინტერესოა საქაერთველოში არსებულ დასებს შორის. დღესდღეობით თეატრი გამოსწორების გზაზეა, აქ მოღვაწეობენ:კ.ბექაია, ნ.მუხულიშვილი, გ.ტყეშელეშვილი, ბ.კაკაბაძე, გ. და ს. კიკნაძეები, ნ.მესხი, ხ.ბოკუჩავა,ნ.არჩვაძე, ლ.ხაჭაპურიძე, ნ.გამყრელიძე, დასს მიემატნენ რუსთაველი მსახიობებიც: ა.შარვაძე, ე.ქვრივისვილი, თ.კანდელაკი, ვ.შოშიაშვილი, ნ.არბოლიშვილი, და ა.შ. წლების განმავლობაში თეატრს ერთგულად ემსახურება მხატვარი ლ.მურუსიძე, რომელიც მარჯანშვილისა და პ.ოცხელის პრემიის ლაურეატია. ჩვენს მსახიობებს აქვთ რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება. არიან მარჯანიშვილის და ვ.ანჯაფარიძის პრემიების ლაურეატები. თეატრს ემსახურება არაჩვეულებრივი ტექნიკური პერსონალი, რომლებიც ქმნიან თეატრის სახელსა და დიდებას თუმცა სცენაზე არ ჩანან. რუსთავის თეატრის მოყვარულებს იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თეატრი კვლავ წარმატებებს მოუტანს და ასახელებს ჩვენს ქალაქს.