კიბერ გადაკიდება.

კიბერ გადაკიდება.

კითხვა N998901 1 პასუხი გამარჯობათ.2 წელიწადია ჩემი სახელით იხსნება ფეისბუკ,ოდნო და სხვა გვერდები.შემდეგ ხალხს წერენ.შეურაცყოფენ პატარა ბავშვებს,ქალებს,შესაბამისად სერიოზული პრობლემები მექმნება ამ ოჯახებთან და ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებებით სრულდება.ათასობით ადამიანია უკვე ვისაც ჩემი სახელით აგინეს.ასევე გამიტეხეს ჩემი ფეისბუკ გვერდიც და 2 წელია მე არ ვარ არცერთ ქსელში.როცა გამიტეხეს მაშინ ამოვაგდე აიპი მისამართი და ვიცი პროვაიდერი,თუმცა სხვა დანარჩენი კონფიდენციალურია და არ გასცემენ.მივმართე: შსს კიბერ დანაშულის სამსახურს,პროკურატურას,განყოფილებებს,სასამართლოს და სახალხო დამცველს.ჩემი საქმის მთელი მასალა მაქვს შენახული,თუმცა არცერთ შემთხვევაში გამოძიება არ დაიწყო,რადგან კანონი აღარ ითვალისწინებს.ცხოვრების გასაგრძელებლად მხოლოდ არაკანონიერად გარკვევა დამრჩა იმ ადამიანებისა,ვინც ჩემს სახელს იყენებენ.ამჟამად უამრავი ადამიანი მეძებს,ნომრებს ვცვლი ხშირად,მოკლედ ტერორის ქვეშ ვარ.უმორჩილესად გთხოვთ,თუ ვინმეს რამით შეგიძლიათ დახმარება.მიპასუხეთ და პირადად დაგეკონტაქტებით.