უცხო ენის სწავლის დროს რამნდენათ საჭიროა მისი გრამატიკული წესების სწავლა?

უცხო ენის სწავლის დროს რამნდენათ საჭიროა მისი გრამატიკული წესების სწავლა?

კითხვა N998932 1 პასუხი რუსული ენის სწავლა მინდა მარა როგორ ვისწავლო? უკვე 1 წელია რაც დავიწყე სწავლა ჩემით, თავიდან "თვითმასწავლებლის" კითხვით დავიწყე, თან ვუყურებდი ვიდეოებს, ფილმებს რუსულ ენაზე, ვკითხულობდი ტექსტებს და სიტყვებს ვთარგმნიდი ლექსიკონით. ამ პერიოდში რუსულ ენას დავეუფლე იმ დონზე რომ შემიძლია ვუყურო ფილმს, წავიკითხო და აზრი გამოვიტანო რაღაც დონეზე. რათქმაუნდა, კვლავაც ვაგრძელებ სწავლას და რაღაც დონეზე წინ მივიწევ ყოველდღიურად - ახალ-ახალ სიტყვებს ვგებულობ, გრამატიკულადაც ვხვეწავ უფრო და უფრო, მაგრამ ეს ყველაფერი მეჩვენება ძალიან ცოტა და ვფიქრობ რომ ასე მე მთელი ცხოვრება ვერ ვისწავლი ნორმალურ დონეზე. ხოდა რა ვქნა? საიდან დავიწყო? გრამატიკული წესების სწავლა საჭიროა? თუ მხოლოდ ფილმების ყურება და წიგნების კითხვა? ელემენტარული გრამატიკა უკვე ვიცი რისი წყალობითაც რაღაც დონეზე გამომაქვს აზრი მოსმენილიდან და წაკითხულიდან.