" ტანო ტატანო " შინაარსიი ვისააც გინდაათ მოიით

" ტანო ტატანო " შინაარსიი ვისააც გინდაათ მოიით

კითხვა N999802 1 პასუხი ლირიკული გმირი აქებს სატფოს წერწეტ ტანს, ლამაზ ტანს, რომლეიც გრძნობასა და გონებას ართმევს მნახველს. მისი ჩამოშლილი თმა მიუწვდომელია მისთვის. გამოხედვა კი _ თავზარდამცემი და შიშის მომგვრელი. სატრფოს ტუჩ-კბილი __ ბაგეები დამდაგველი და სულის წამღებია. თეთრ ქუთუთოებს და შეუდარებელ ყელს მცველად ჰყავს ნაწნავები. ლოყებზე წითელი ხალი კრძალვას აღძრავს პოეტში. მთელი ეს, ქალის გარეგნული სილამაზე ლირიკულ გმირს იწვევს ხოტბის სათქმელად და შესამკობლად. მკლავები და თლილი თითები რომელიც ალვას მიუგავს და "წელსა დაეკვრის" მოსახვევლად და საალერსოდ იხმობს პოეტს. ყოველი მისი ნახვისას ათასი წელი ემატება, ხოლო უიმისოდ არაფერს აზრი არა აქვს. შორიდან უალერსებს და კოცნის მის ბაგეებს, მისი თვალები კი მუდამ მიჯნურის სახეს იხმობს და ეძებს. ლირიკულ გმირს საყვარელი ქალის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია და ყველა ქალი ეზიზღება მის გარდა. მიჯნურზე ფიქრებმა და მასზე მოგონებებმა " მილეულ მთვარეს" მიამსგავსა, სიცოცხლე არ უღირს მის გარეშე. ლირიკული გმირი უხმობს სხვა მიჯნურებს, შეყვარებულ ხალხს და ნუგეშს თხოვს. პ.ს თუარმოგწოონს ნურცგადაწერ