Შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” შეიძლება უბრალო მკითხველს ერთ ჩვეულებრივ Ისტორიად მოეჩვენოს თუმცა ამ შესანიშნავ მე-12 საუკუნის ტექსტში ბევრი 23 ცხოვრებისეული საკითხია წინა პლანზე წამოწეული.
“ვეფხისტყაოსანში” გადმოცემული ამბის თხრობა მართლაც რომ შესანიშნავად იწყება. “იყო არაბეთს როსტევან მაღალი უხვი მდაბალი ,ლაშქარ-მრავალი ყმიანი” როსტევანი ამ სტროფში უამრავი სიკეთით არის წარმოდგენილი. Მას ერთადერთი შვილი ჰყავდა სახელად თინათინი “სოფლისა მნათი მნათობი” როცა იგი გაიზარდა მეფემ ვეზირები თავისთან იხმო და გაანდო მათ რომ თავისი ასულის გამეფება სურდა რადგან თვითონ უკვე სიბერეში იყო შესული “ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ ვისგან მზე საწუნელია” ამ სტროფებში როსტევანი წარმოგვიდგება როგორც ბრძენი და თავმდაბალი მეფე. Როსტევანი თავის შვილს ანუ თინათინს “ძეს” უწოდებს. Მართალია “ძე” ვაჟს ნიშნავს მაგრამ რადგანაც ტახტის მემკვიდრეები მხოლოდ ვაჟები იყვნენ “ძეში” როსტევანის მემკვიდრე იგულისხმება. Ვეზირები ამ გადაწყვეტილებას ჯერ სკეპტიკურად შეხვდნენ “ თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია” ამ სიტყვებით გავიგეთ იმდროინდელი აზნაურების სიყვარული და ერთგულება მეფის მიმართ. შემდეგ მათ მეფეს გადაწყვეტილება მოუწონეს “ ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია” ლეკვში მეტაფორით თინათინი იგულისხმება ხოლო ლომში როსტევანი. Ამ ტაეპით ვიგებთ მეთორმეტე საუკუნის საქართველოს მაღალ კულტურულ მდგოარეობას ამ საუკუნეში ქართველ ერში გაჩნდა თანასწორობის მოსაზრება და მას შემდეგ ასე გრძელდება. როსტევანმა თინათინს თავისი ხელით დაადგა გვირგვინი თავზე და მას ხალხმა თაყვანი სცა თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად თინათინი არ მიიჩნევდა თავის თავს ამის ღირსად “მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა” ეს მის თავმდაბლობას და მამის სიყვარულს უსვამს ხაზს . Ის როსტევანმა დაამშვიდა და როგორც ბრძენმა მეფემ ბრძნულად დაარიგა რომ დიდგვაროვნებსაც და უბრალო ყმებსაც ერთნაირად მოექცეს და “მზე მოფინოს” “ უხვად გასცემდე ზღვათაცა შესდის და გაედინების” “ რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია” აქ ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი და ქართველი მეფეების ცხოვრების წესი. Ამ ქართული ტრადიციების არსებობით ვხვდებით რომ “არაბეთში” მართლაც საქართველო იგულისხმება. Თინათინმა დაუყოვნებლივ შეასრულა მამის სიტყვა და გასცა “ უზომო, უანგარიშო, ულევი” საბოძვარი. Აქ ჩანს თინათინის სიკეთე თავმდაბლობა და ხალხის სიყვარული.
Როგორც მივხვდით “ვეფხისტყაოსანი” არაა მხოლოდ შოთა რუსთაველის მოგონილი ამბავი აქ გადმოცუმულია ადამიანის უმთავრესი ღირებულებები იმდროუნდელი საზოგადოების აზროვნება და ღმერთთან მიახლოების სურვილი მიწიერი საქმეებით.