აბა ვის უნდა გამოცანები?ვისაც ფიქრი არ ეზარება.?

აბა ვის უნდა გამოცანები?ვისაც ფიქრი არ ეზარება.?

კითხვა N369655 0 პასუხი 1) რომელ ორგანოს არ აქვს ძვალი, აქვს კუნთები და ბევრი ვენა.ის პასუხს აგებს სიყვარულზე 2)რა აქვს ძროხას ოთხი და ქალს ორი? 3)ფეხებს შუაა და "მ" ასოზე იწყება. რა არის? ამ სამის პასუხები უცენზურო არაა. 4)რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება? 5)ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად? 6)რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას? 7)დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის? 8)წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ დედამიწის ეკვატორის გარშემო. აღმართი მეტი შეგხვდებათ, თუ დაღმართი? 9)მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება? 10)რა არის ისეთი კითხვა, რომელზეც ადამიანი ვერასდროს ვერ გიპასუხებს „დიახ“? 11)ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი? 12)ლენინი როდის იცავდა მეფეს? 13)როგორი ბუჩქის ქვეშ იმალება კურდღელი წვიმიან ამინდში? 14)რამდენი ორშაბათი შეიძლება იყოს ერთ თვეში? 15)როგორი ქვები არ არის მდინარე მტკვრის ფსკერზე? 16)კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის? 17)წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს? 18)ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა? 19)რომელი სახლის სახურავი სველდება სულ პირველად წვიმის დროს? 20)როგორი საათი უჩვენებს ზუსტ დროს დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ? 21)მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება? 22)რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს? 23)5 მეტრი სიგრძის თოკი უნდა დაჭრან 50 სანტიმეტირიან სიგრძის თოკებად. რამდენი გაჭრა დასჭირდებათ? აბა ვინ გამოიცნობს ყველაზე მეტს.