ჯაყოს ხიზნები ვინ იცით?

ჯაყოს ხიზნები ვინ იცით?

კითხვა N622244 0 პასუხი რამოდენიმე კითხვა მაქვს და თუ იცით პასუხები დაწერეთ : )) 1) რა იყო თეიმურაზისათვის ნაშინდარი? 2) რომელ პერსონაჟზეა ნათქვამი. ,, დღე და ღამე ქუდმოგლეჯილი დარბოდა. წითელ ბაირაღს იქნევდა და ჩახლეჩილი ხმით გაჰკიოდა: თავისუფლებას გაუმარჯოს''. 3) რას მიიჩნევს თეიმურაზი თავისი ბედის სიმბოლოდ? 4) რატო თქვა თეიმურაზმა ნაშინდარის მასწავლებლობაზე უარი? 5) თეიმურაზის აზრით ღმერთმა რით დააჯილდოვა? 6) ეკლესიაში სახარების რომელი ამბის მოსმენამ აუჩუყა გული თეიმურაზს? 7) ვინ ვის ეუბნება: ,,უბრძოლველად დაუთმე შენი ცოლი და პატიოსნება აგერ იმ პირუტყვს, ველურ ჯაყოს''. 8) გაჭირვებამ რომელი ხელობის ცოდნა მოანატრა თეიმურაზს? 9) ვინ ვის ეუბნება: ,,საკუთარი თავის აგეთი დამცირება, ამპარტავნებაზე უარესია, შენზე ცუდმედიდი სატანაც არ იქნება''. 10) ვინ უწოდა ჯაყოს ,, რევოლუციის მუნი, წურბელა, ბაღლინჯო და ტილი''. 11) რა განზრახვით მიდის თეიმურაზი ნაშინდარიდან, როდესაც მარგო ჯაყოზე დაიწერს ჯვარს? 12) ... რათ უნდა მონათლო? ეხლა ნათლობა მოდაში აღარა ხარ, ჯაყოს მონათლულებიც გყავს და მოუნათლავებიც. ვინ იცის როდის დაგჭირდეს ჯაყოსა მოუნათლავი შვლები! 1. ჯაყოს რომელი თვისებაა წარმოჩენილი მოცემულ მონაკვეთში? 13) თეიმურაზ ხევისთავი ორმოცი წლის ახალგაზრდა მოხუცი გახლდათ... ნათავადარი, ნამამულევი... ნამოღვაწარი... ნავექილარი. 1. ახსენით როგორ გესმითსიტყვები: ,,ახალგაზრდა მოხუცი''? 2. რა პროფესიის იყო თეიმურაზ ხევისთავი? 14) სხვას რომ ათი მოხვდეს, მე ასიც არ მეყოფა, აი ამას ვიტყვი. თუ ვინმე ჩემზე პირნათელია. პირველი ქვა იმან მესროლოს. მე მზათა ვარ განაჩენისტვის. 1. პერსონაჟის აზრით, ვის აქვს მეორე ადამიანის განსჯის უფლება? 15) ჩვენში ყველანი მათხოვრობენ, გარდა ქართველებისა. ჩვენები შიმშილით იხოცებიან, მაგრამ... ქუჩაში ხელს არ გაიშვერენ. 1. ქართველთა რა თვისებაზე საუბრობს თეიმურაზი? 15)<[ ორი თხუთმეტი ნომერი იყო ტესტში :დ] თეიმურაზს ძარღვებიც სისხლის მაგივრად თითქო გაზეთების ნაგლეჯებით ჰქონდა გატენილი... მისი გული,-ისიც მჩატე გაზეთივით დაჭმუჭნული და გაჩვარებული, - ღვთაებრივი ხანძრით არ ანთებულა. 1. დაახასიათეთ თეიმურაზი ამ ფრაგმენტის მიხედვით. 2. რას ნიშნავს გადატანითი მნიშვნელობით ,,ღვთაებრივი ხანძარი''? 16) უკან მიიხედა თეიმურაზმა. მიიხედა და ნავალი გზა გაზომა... გაზომა თეიმურაზმა ის განუზომელი და იგრძნო, რომ კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის ლეში იმ წუთას უფრო დამძიმდა. 1. რა გაზომა თეიმურაზმა? 2, რას გამოხატავს სიმბოლურად ,, კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის ლეში''?