მიწის ყივილი ვის უნდოდა?

მიწის ყივილი ვის უნდოდა?

კითხვა N791984 1 პასუხი ანდრეი კაშორი, თუ ანდრო კაიშაური იყო ერთი ქართველი ბერიკაცი, რომელსაც საკუთარი თავი დაეკარგა და გაფრანგებულიყო. ანუ თავიდან ცხოვრობდა საქართველოში, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთის მიმართ ყოველთვის უარყოფითად იყო განწყობილი, პროლეტარიატის წარმომადგენელი იყო და იმ რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გლეხებს უნდოდათ მაღალი ფენის წარმომადგენლებს გათანაბრებოდნენ, საქართველოდან გაქცევა მოუწია საფრანგეთში (ასეთ ადამიანებს სასტიკი მეთოდებით სჯიდნენ ხოლმე და იმიტომ) ის იყო "ზემლია ი ვოლიას" წევრი. გაქცევის შემდეგ ის დააპატიმრეს, თუმცა კვლავ მოახერხა გაქცევა. მას შემდეგ ყოველთვის იმალებოდა. დროთაგანმავლობაში ქართული ენაც დაავიწყდა, მაგრამ საფრანგეთში შეხვდა ქართველს, რომელმაც ეს ყველაფერი ნელნელა გაახსენა. ოჯახი საფრანგეთში ჰყავდა, ერთისიტყვით ფრანგულად ცხოვრობდნენ. როგორც უკვე ვთქვი, მოხუცი იყო და ამიტომ თითქმის ყველაფერი ავიწყდებოდა. თუმცა ქართული ფესვები მაინც ვერ დაივიწყდა და ბოლოს ქართული გაიხსენა, მისი უკანასკნელი სურვილი კი საქართველოში სიკვდილი იყო. როცა თანხმობა მოუვიდათ, რომ საქართველოში შეეძლო დაბრუნება, უკვე მკვდარი იყო, თუმცა მისი ფერფლი საქართველოში წაიღეს.