კითხვა N8073280 პასუხიაი ერთი იგავი, რომელიც ჩემ წიგნში იქნება დაახლოებით უსამართლობას ეხება:
სამართლიანობა და ნაყოფი
ერთი ადამიანი იწვა ვაშლის დიდი ხის ძირში. ხე იყო ძალიან დიდი, ნაყოფი - პატარა. იქვე იზრდებოდა პატარა მცენარე დიდი ნაყოფით.
კაცმა თქვა: რა უსამართლოა უფალი ამ მცენარეების მიმართ, ასეთ დიდ ხეს ასეთი პატარა ნაყოფი აქვს, ხოლო ასეთ პატარა მცენარეს - ასეთი დიდი.
სანამ კაცი ამ თემაზე ფიქრობდა, ხიდან ერთი ვაშლი მოწყდა და თავში დაეცა, ამან კაცი დააფიქრა და უმალ თქვა: მადლობა უფალო, რომ ამ ხეს ისეთივე დიდი ნაყოფი არ აქვს, როგორიც იმ მცენარეს.
მორალი: დავფიქრდეთ სანამ რამეს ვიტყვით, იქნებ ასე ჩვენთვის უკეთესი იყოს.