კითხვა N8536270 პასუხიგამარჯობათ, ვისაც სახლში წყლის კუ გყავთ და არ იცით მისი მოვლა, მაშინ ეს პოსტი დაგეხმარებათ ისწავლოთ თუ როგორ უნდა მოუაროთ კუს :)
პირველ რიგში, სანამ კუს იყიდით, მანამდე აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მის ბაკანს, ის არ უნდა იყოს დაზიანებული. წყლის კუ მტაცებელია, ამიტომ თევზებთან მისი ყოლა სასურველი არაა. იმისათვის, რომ თქვენს კუს კარგი პირობები შეუქმნათ, ამისთვის აუცილებელია აკვარიუმში მოაწყოთ ადგილი, სადაც კუ ამოვა და გაშრება (ოღონდ თავზე ნათურა უნდა დავუყენოთ, რომ კუმ ამოსვლისას ულტრაისფერი სხივები მიიღოს) მე დიდი ქვა მაქვს ჩადებული წყალში, სადაც ჩემი კუები ამოდიან და "ნათურას" ეფიცხებიან :) კუები ცივსისხლიანები არიან და ამიტომ აკვარიუმში სასურველია გვქონდეს წყლის გამათბობელი, ტემპერატურა 24-27 გრადუსამდე. აკვარიუმში წყლის დონე სასურველია 10 სანტიმეტრით ფარავდეს კუს, რომ მან კომფორტულად "გასცუროს" წყალში. პატარა კუებს ვაჭმევთ დღეში ორჯერ, ხოლო უკვე მოზრდილ კუებს 1-2 დღეში ერთხელ. ამ ყველაფერთან ერთად, კუების მინუსი ისაა, რომ ისინი ძალიან სწრაფად აჭუჭყიანებენ წყალს და ხშირად მიწევს აკვარიუმის გასუფთავება.
იმედი მაქვს, ჩემი პოსტი რაღაცით მაინც დაგეხმარებათ. თუ რამე კითხვები გექნებათ, ვეცდები შეძლებისდაგვარად გიპასუხოთ :)