კითხვა N9186290 პასუხი"ხევისბერი გოჩა", ამ ნაწარმოებით ალექსანდრე ყაზბეგმა კიდევ უფრო გაამდიდრა ქართულუი ლიტერატურა. მასში ისტორიული ვითარებაა ასახული_არაგვის ერისთავის ნუგძარის მიერ ხევზე გლაშქრობა, მის დასამორჩილებლად. თუმცა ამ მოთხრობის მიძანი არ არის ისტორიული ვითარების გათვალისწინება, უფრო ადამიანურ გრძნობებს ისახავს მიზნად. მოთხრობა იწყება ქორჭილით. გუგუა, რომელიც ღირსების დამცველია, არ შეუძლია იარსებოს შელახული თავმოყვარეობით. ცოლად ირთავს უმშვენიერეს ძიძიას. ქალი ახალგაძრდაა 16 წლის. ის თავის თავს დაარწმუნებს, რომ იგი უყვარს. ონისე იყო გუგუას მეჯვარე. ტამამი და ამაყი. სახელგანთქმული ხევისბერის ერთადერთი ვაჟი. ონისეს უბედურება ის იყო, რომ მას ძიძია შეუყვარდა. მთელმა ქორწილმა მისთვის მწარედ ჩაიარა. მთელი არსებით ებრძოდა თავის გრძნობა. ხევისბერმა ეს შენიშნა და ყოველ წამს ახსენებდა სიტყვებს: "გახსოვდეს ვისი გორისა ხარო" ხევისბერი გოჩა თავისი ხალხის ნამდვილი ბელადია. მისი გარეგნობა მაუწყებელია მისი უჩვეულო სულიერი ძალისა. კეთილი გული აქვს, მაგრამ რბილი არა. მასში ერთადაა შეერთებული გულკეთილობა და მბრძანებლობა. უსაძღვროდ უყვარს ერთადერთი ონისე, თუმცა ამას თვით შვილსაც არ აგრძნობინებს. ონისე ებრძოდა გრძნობას რომელიც თავისი სატარებელი არ იყო, ამიტომ გადაიხვეწა ფშავში სადაც დედის ძმები ჰყავდა. მუXტალმა წუთისოფელმა აიძულა დაბრუნებულიყო რადგან ნუგზარ ერისთავს მოხევეების დამორჩილება სურდა. გზაში ის ძიძიას შეხვდა და გრძნობა გაუასკეცდა. ქალსაც უყვადა ონისე. ალექსანდრე ყაძბეგმა დაგვანახა თუ როგორი ძნელია ებრძოლო და მოერიო შენსაევ გრძნობებს. როდესაც ონისე ძვერავდა ტერიტორიას ის შეესწრო მომენტს სადაც ძიძIა გამოუთყდა თავის ქმარს ყველაფერში. გაბრაძებული გუგუა მიდის ხევისბერის ვაჟის მოსაკლავად. ქალი მარტო რჩება და კლდიდან გადავარდნას ლამობს. ასეთ დროს მიიჭრა მასთან ონისე, ეს ისეთი სიტუაციაა, რომელსაც შეუძლია ველაფერი გადაავიწყოს ადამიანს. ონისემ საგუშაგო მიატოვა და მტერი გამოეპარა რომელმაც უამრავი მოხევე დახოცა. გონს რომ მოვიდა უკვე გვიანი იყო. დანაშალია ონისეს საქციელი, ბევრი უბედურება მოჰყვა შედეგად, მაგრამ განა არ უნდოდა ონისეს, რომ დაევიწყებინა ის უკანონო გრძნობა? განა არ გაუელვა სინანულის გრძნობამ გულში და არ გაიფიქრა ძიძიას მიმართ? : "მაცდურად მომხიბლა და მაცდურად დამღუპა, მშვიდობით ჩემო ვაჟკაცობავ." საბოლოო ჯამში მაინც გაიმარჯვეს მოხევეებმა და უკუაქციეს ერისთავი. მტრის შემოპარვას კი გუგუას აბრალებდნენ, რადგან როცა ის ონისეს მოსაკლავად მიდიოდა ეგონათ მტერს წინ მიუძღვისო. ის თავს ვერაფღით იმართლებდა. ხევისბერმა იგი თემიდან მოკვეთა. ონისეს სინდისმა შეაწუხა და ხალხს ყველაფერი უამბო. ამის გაგონებაძე გოჩა მდგომარეობიდან გამოვიდა, " აკი გახსენებდი ვისი გორისა ხარო" და მისი სიკვდილით დასჯა ითხოვა. არავინ არ ისურვა მისი დასჯა რადგან ყველამ იცოდა რომ ონისეს არ უღალატია. მაშინ ხევისბერმა დაიძახა: "მოძმეთ მოღალატე სიცოცხლის ღირსი არ არისო!" და თავისი მახვილით შვილს გული გაუპო. გონძე მოსული მამა შვილის გვამთან ჩაიმუხლა და ცხარე ცრემლით ატირდა. გუგუა კი ღირსება შელახული ვეღარ იცოცხლებდა და თავი იქვე მოიკლა. პ.ს შეგიძლია დაამატო შენი აზრი. ჩემი აზრი სი არის რომ ხევისბერი არ იყო მართალი რადგან ქრისტიანული თვალსაზრისით არ შეეძლო მას საკუთარი შვილი მოეკლა.