დიდი იოსების დახასიათება შემოდიი

დიდი იოსების დახასიათება შემოდიი

კითხვა N918642 0 პასუხი სულიერი დაცემის მიზეზები და შედეგები კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობა "დიდი იოსების"მიხედვით რა არის სულიერი დაცემა?არქეტიპთან მოწყვეტის პროცესი...არქეტიპი კი წინაპრის გენეალოგიური სახეა,რომლის სათავეში ღმერთის ყოვლად შთამბეჭდავი და საინტერესო პიროვნება დგას.კაცობრიობის სულიერი განვითარების პროცესი სამოთხეში დაიწყო და სამოთხეშივე მოხდა ამ პროცესის წინააღმდეგობრივი პროვოცირების შექმნაც ანგელოზის დაცემით.უფლის მაღალცნობიერი ქმნილების დაცემას ადამიანის დაცემაც მოჰყვა,ვინაიდან ეშმაკს,დაცემულ ანგელოზს ,მარტო არ შეეძლო შემქმნელის დამარცხება.რით დაეცა ანგელოზი?ამპარტავნებით...საკუთარი ბუნების უსაზღვრო,გადაჭარბებული შეფასებით,რაც ერთ-ერთი უმძიმესი და რთული ცოდვაა,რადგან სწორედ მასზე აიკინძება ხოლმე დანარჩენი ცოდვები.რატომ დაეცა ანგელოზი სწორედ ამ ცოდვით?ალბათ,იმიტომ,რომ სწორედ საკუთარი ბუნების,ხასიათის,სულის შეცნობისა და სამყაროს წინაშე მისი განხორციელების,წარდგენის სურვილია ღვთის ყველა ქმნილებაში ჩადებული,ხოლო რა ფორმით,როგორ შეძლებს ადამიანი თუ ანგელოზი ამას ეს უკვე მისი თავისუფალი ნებაა,სწორედ ესაა ღვთის დიდი პატივისცემა შექმნილისადმი.ეშმაკი საკუთარ შემქმნელს დაუპირისპირდა და ადამიანის დაცემით სცადა შეექმნა ის უპირატესი ველი,სადაც ის უპირატესად წარმოაჩენდა საკუთარ არსს.ეშმაკისა და ადამიანის სულიერ დაცემას თავისი ღვთაებრივი კანონზომიერი ახსნაც აქვს უთუოდ,მაგრამ ჩვენ სანამ ამ კანონზომიერებაზე ვისაუბრებდეთ,მოდით,იმაზე ვისაუბროთ,თუ როგორ დაირღვა სულიერი განვითარების პროცესი ადამიანისთვის სამოთხეშივე და როგორ გაგრძელდა დედამიწაზე...კაენის სულში აღზევებულმა ამპარტავნებამ მოაკვლევინა ძმას ძმა და პირველმა ცოდვით დაცემამ,სიკვდილმა სიცოცხლე წაართვა ადამიანს.იგი წუთისოფლის წიაღში გამოისტუმრა ღმერთმა. ამქვეყნად დაცემული ადამიანის მისიაა განიცადოს თავისი ცოდვის სიმძიმე და განცდის გზით მოპოვებული აზროვნებით დაუბრუნდეს შემქმნელს,თუმცა ეშმაკი აქაც ცდილობს შეცვალოს გზა და დაუკარგოს მიზანი ადამიანს.მოკლედ,წუთისოფელი ასპარეზია ,საკუთარი არსის წარმოსაჩენი.აბელ-კაენური დაპირისპირების გზაა ებრაელი ერისა და სხვა ერთა სულიერი განვითარების გზაც,მათ შორის ,ქართველი ერისა,რომელმაც აბელური სული ატარა შექმნიდან დღემდე,მაგრამ....ამ გზაზე არსებულ წინააღმდეგობათა შესახებ გვექნება ამ წერილში საუბარი,კონკრეტულად კი იმაზე,თუ როგორ შეძლო კაენური სულის წარმომადგენელმა ,ლენინმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ნახევარი მსოფლიოს ცოდვით დაცემა და ქართული ორიათასწლოვანი ქრისტიანული,იგივე აბელური გენეტიკის მართალი ცნობიერების მსხვრევა და რა როლი ითამაშა ამ პროცესში ქართველმა პოლიტიკოსმა,იოსებ სტალინმა. ქვეყანას მწყემსიც სჭირდება,მუშაც,მხატვარიც და მწერალიც...თითოეული ადამიანი თავისი გარკვეული ნიჭითა და შესაძლებლობით უნდა იმკვიდრებდეს და წარმოაჩენდეს თავის ბუნებას საზოგადოებაში,მაგრამ არსებობს უმთავრესი ნიჭი-ადამიანად ყოფნა,რაც ერთნაირად ევალება მწყემსსაც და მწერალსაც.მეფე,თავადი და აზნაური იმიტომ იყო გამორჩეული და პატივსაცემი სოციალურად დაბალი საზოგადოების ადამიანისგან,რომ მათ თავიანთი ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობებით შეეძლოთ მისი დაცვა,პატრონობა.პატრონ-ყმური ინსტიტუტი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეყრდნობოდა და ადამიანს შეახსენებდა სამყაროს იერარქიულ ურთიერთდამოკიდებულებას და მორჩილებას სიყვარულის კანონით.ამის უბადლო მაგალითია რუსთველის’’ვეფხისტყაოსანი“.ადამიანური ჰარმონია დაცემული ანგელოზისთვის არახელსაყრელია,სწორედ ამიტომ,ყოველ ეპოქას ჰყავს თავისი ანტიქრისტე ანუ წინააღმდგომი,“მხეცი“,რომელსაც „მომხიბვლელი“ იდეით სურს ამ ჰარმონიის დარღვევა.ამ პროცესის წინასახეა გველის მაცდუნებელი იდეით ადამისა და ევას სულიერი დაცემა. რა იდეა შესთავაზა ლენინმა კაცობრიობას?პროლეტარიატის ანუ უქონელი,სოციალურად დაბალი განვითარების კლასის დიქტატურა,რაც იყო ყველაზე საშინელი იდეა ადამიანის ცნობიერების დასამსხვრევად მოფიქრებული.ადამიანს,მუშას ეუბნებოდნენ,რომ ის „იჩაგრებოდა“,შეეძლო გატოლებოდა მეფესა და თავადს, და შესაძლებლობა ჰქონდა სოციალური სტატუსი გაურჯელადაც მოეპოვებინა.ყველაზე მთავარი,ადამიანს გამოაცალეს ღმერთი,შემქნელი,მამა და მის სანაცვლოდ ბელადი,იდეური წინამძღოლი დაუყენეს.ბელადმა პროლეტართა უფლებების ილუზიური დაცვით საკუთარი კერპი შეუქმნა კაცობრიობას...ლენინის უკან დაცემული ანგელოზი იდგა,რომელმაც თავისი ღვთაებრივი ბუნება,ადამიანზე აღმატებული ნიჭი ,იმაში დახარჯა,რომ კაცობრიობის ნახევარზე მეტს ცნობიერება შეუცვალა და ღმერთი ადამიანით ჩაანაცვლა.ასე შეიქმნა ბოლშევიკური პარტია,ღმერთი უმცირესობაში,მენშევიკებში დარჩა.ლენინის სატანურ იდეას რუსეთი ეცოტავებოდა,ამიტომაც მოადგნენ საქართველოს....საქართველო დადგა განსაცდელის წინ,ან ორიათასწლოვანი მონაპოვარი-ქრისტიანული კულტურა უნდა დაეცვა ისევ სისხლით და სიცოცხლით და მასში საკუთარი თვითმყოფადობა შეენარჩუნებინა,ან მიეღო ბოლშევიკები და სატანის მომხიბლავი სისტემა.საქართველო დამარცხდა.1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა პარტიამ გამარჯვების დროშა ააფრიალა თბილისის თავზე.რატომ დავმარცხდით და რა შედეგი მოვიმკეთ ,სწორედ ამ კითხვებს გასცა პასუხი გენიალური მოთხრობით’’დიდი იოსები“ეპოქის გენიალურმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ.ვეცადოთ,ვიპოვოთ ეს პასუხები... იოსები ერთი ჩვეულებრივი მეკურტნე,ტვირთის მზიდავი იყო...ის 25 თებერვლის ღამეს უჩვეულო ამბის მოწმე გახდა,ქალაქის მოსახლეობა ბოლშევიკების მოლოდინში ალიონიდან ეზიდებოდა მაფრაშებს,ხურჯინებს,ჩემოდნებს,რათა გადაერჩინა ქონება,მაგრამ რომელსაც,მთავარი ქონების,სულისა და თავისუფლების დაკარგვა ‘‘უნიათო“ბაგრატიონისთვის დაებრალებინა.მოკლედ,ამ ღამით საქართველო ჯვარცმისთვის ემზადებოდა,თავისი ბრბოთი,იუდათი,მოციქულებით,“როგორც პილატეს მომლოდინე ებრაელობა დიდ პარასკევს“.იოსებს,უბრალო მუშას დიდი ასპარეზი მიეცა...ელექტრონით გაჩირაღდნებული კიბეებით,მატერიალური ცივილიზაციის მონაპოვრით, უსახლკარო მუშა მდიდრული სახლის ,საბჭოთა იმპერიის,ბატონ-პატრონი გახდა.როგორი იყო იგი ბუნებით?“ბრძნულ დუმილს ინახავდა დიდი იოსები ყოველ შეხედვაზე,თითქოს ბერი ყოფილიყო დაყენებული ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი“,მას არაფერი აოცებდა ფოლადის რაინდის მანეკენის მსგავსად....ფოლადის მანეკენი ცოცხალს ჰგავდა და არც ცოცხალი იყო....იგი ქართული რაინდული სულის სიმბოლოა,რომელიც მეოცე საუკუნის საქართველოს კუთხეში მიუყენებია და ბუტაფორიად უქცევია....ხმალიც,დამბაჩაც,წათებიც და შუბებიც სანახაობად ქცეულა...უყურებს ამ პროცესს მეკურტნე იოსები და ვერ იჯერებს...ვერ იჯერებს,რომ მოკვდა ქართველში მეომრის სული,რომ ქართველმა დატოვა თავისი ღვთაებრივი სახლი და ...წავიდა.რა დარჩა იოსებს ამ სახლში?ბერბერა,იშვიათი ჯიშის ძაღლი ანუ სიმბოლო საოცარი ერთგულების...ერთგულება,რომლითაც უნდა შეინახოს ეს ‘‘მდიდრული“სახლი...სწორედ ამ სახლში იცვლება დიდი იოსების ცნობიერება ანუ აქ ნანახი სიზმარი ქვეცნობიერად ამზადებს მას იმ მომავალი ცხოვრებისთვის,რომელი ცხოვრებაც ზურგიდან კურტანს,მამაპაპისეულ ტვირთს მოაშორებს და უზრუნველი ცხოვრებით ტკბობას ჰპირდება.და იწყებს მეკურტნე ახალ ცხოვრებას,მაგრამ შინაგანი ხმა და მისი ბუნებისთვის დაუტეველი ყოფიერება აუმხედრდება მას იმგვარად,რომ იოსებს ნანატრი ოცნება ტანჯვად ექცევა.ერთ მსვენიერ დღესაც იოსები სტუდენტს,ანუ ინტელიგენციას დაუმეგობრდება.და ცხოვრობს იოსები ქალაქში,რომელიც არ ჰგავს თავისთავს.ახალმა ცხოვრებამ ყველაფერი შეცვალა-„ტარიელი სავსებით არა ჰგავს რომანტიული ჭმუნვით გულგასენილ რაინდს,უფრო ტფილისის რესტორანებსი ქინჩგასუქებულ სტუმარს.იგი უჯიშო,ციმბირულ ლაფშაზე ზის,როსტევანის მონებს ძველი ტფილისური კაბა-ჯუბანი აცვიათ,სასალახოს დანისებური მახვილი ჰკიდიათ წელზე და შიშველი ხელით იგერიებენ ტარიელის მიერ მოქნეულ მათრახს“,წითელი ხელისუფლება პატარა ოსტატია,დიდი აზრი უხეიროდ რომ გამოჩარხა და ამ „ჩარხით“გამოჩარხული შექსპირი ძველი დროის დალაქს მიაგავს,სოკრატი- ძლიერ უტვინო კეთილ პაპს,ლერმონტოვი- გურულ ფირალს,გალილეის ყოფნის სასწორი უჭირავს ,დარვინი თათრის მოლა გეგონებათ,ხოლო თამარ დედოფალი -მკლავებწაკარწახებულ ქალაქელ პატარძალს.და ამ რკინის ეპოქაში ადგილი არ რჩება პატიოსნებას...და ცოცხლდება ძველი რაინდი იოსების სულში,ცოცხლდება და ეს ცოცხალი რაინდი იმდენად აშინებს,უარს ამბობს უეცრად არსაიდან მოსულ ბედნიერებაზე,რადგან ხვდება,რომ ბედნიერება მაშინაა სრულყოფილი,როცა შენი მოპოვებულია...მეკურტნეს კურტანი მოენატრა.,სამაგიეროდ სტუდენტი გივი თავისი თხუთმეტი თუმნის ჯამაგირით თვეში ოთხჯერ ქეიფობს და ფოქსტროტს ცეკვავს,ქალებს ხელთათმანივით იცვლის,ნამდვილი წითელი საქმოსანია.მოკლედ,რა მოიტანა საბჭოთა ხელისუფლებამ?ადამიანი გააშიშვლა,ხოლო,როგორც მწერალი ამბობს,რამდენადაც საინტერესოა გაშიშვლებული ადამიანი,იმდენად საზიზღარია იგი.საზიზღარი შიშველი რეალობა -რანი ვყოფილვართ?მძიმე ტვირთი სულის ტარებისა(კურტანი) ტყავის ჩემოდანზე(სხეულის ვნებებზე)გაიცვალა,არადა,’’ჯერაც არ აგებულა ამ მიწაზე ისეთი სახლი,ადამიანის ოცნებად რომ ღირდეს.“დიდმა იოსებმა გაქუცული,დროისაგან შელანძღული ერთგულების(ძაღლის)გადასარჩენად გაწირა თავი.არ ყოფილა იგი ტყავის (სხეულის)მსახური,სხეულის კაცებს თავგანწირვა არ შეუძლიათ,უბრალოდ,საბჭოთა სინამდვილე მოითხოვდა ტყავის ჩემოდანს და ყალბ თუმნიანებს.არავინ იცის,სად და რა ადგილი დაიმკვიდრა დიდი იოსების სულმა სიკვდილის შემდეგ,მაგრამ საბჭოთა რეალობამ იმდენად დაამსხვრია ქართველი კაცის ცნობიერება,ცხოვრების წესი და წაართვა სული,დღესაც ამ წყობილების ნანგრევებქვეშ დავეძებთ დაკარგულს. საბჭოთა წყობილება დაიშალა,ლენინიც დიდი ხნის მკვდარია,მაგრამ დაცემული ანგელოზის აჩრდილი ისევ ძრწის ჩვენს ირგვლივ,ისევ ეჯაჯგურება გასაცოდავებულ სულს და ისევ ცდილობს ახალი სტუდენტები და ახალი იოსებები შეიწიროს.ნუთუ,მართლა არაფერს გვასწავლის ისტორია ,თუ ჩვენ არ გვინდა ჯიუტად დიდი,მეტად რთული გაკვეთილის ლოგიკურად გაცნობიერება და სწავლა?აი,მორიგი კითხვა ნაპოვნი პასუხების შედეგად მიღებული! ეს ეწერა და ნახე აბა :)