ავთანდილის ანდერძის განმარტება მჭირდება რამოდენიმე სტროფის დამეხმარეთ გთხოვთ

ავთანდილის ანდერძის განმარტება მჭირდება რამოდენიმე სტროფის დამეხმარეთ გთხოვთ

კითხვა N948327 0 პასუხი არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა. რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა! 799 რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა! 800 ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი! 801 მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენდა კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად; მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად. 802 თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, - მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან. 803 მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.