იგავ-არაკი: მგელი და ლომი

იგავ-არაკი: მგელი და ლომი

კითხვა N957012 0 პასუხი მგელმა, ფარას ცხვარი მოსტაცა და ბუნაგისაკენ გააქანა. წინ ლომი შემოხვდა და ნადავლი წაართვა. მგელი განზე გადგა და ლომს უსაყვედურა, ლუკმა უსამართლოდ წამართვიო. – ისე ამბობ, თითქოს შენ აგეღოს სამართლიანადაო, – უთხრა ლომმა. მხეცები და ავაზაკები ერთმანეთს სტაცებენ და თან დანაშაულში ამხელენო, –ამბობს არაკი. !!!