კითხვა N9714160 პასუხიანუ ახლა დაგიკოპირებ სტროფებს 5 სტროფს დავითიანიდან, იმის მიხედვით უნდა დავწეროთ თხზულება " დიდაქტიკური მოტივი დავითის შემოქმედებაში" შესავალი თავიდან, მერე არგუმენტი (ამ სტროფების მიხედვით) და ჩვენეული დასკვნა
მართლის თქმის პრინციპზე უნდა დავწეროთ ანუ იგივეა რა
ტყუილი ვჰთქვა, ჩემი თქმული შეიქმნების რა სავარგი?
მართალი ვჰთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!
კაცს მის მეტი არა აქვს-რა სიკვდილს უკან თან საბარგი,
სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი
აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქვო?
კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?
ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?
პირს- ფერობა, უკან ძრახვა არა თქმულა საფარსაგო.
სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო;
ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო,
მაზე სული არ წარსწყმინდო, რა გინდ ხორცით დავიკარგო.
მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.
მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
ხოო და მითხარით თქვენი აზრი ან თეზისი ჩამომიყალიბეთ ან დასკვნა ან რის თქმა უნდა ამით ავტორსს გთხოვთ რა დავიღალეეე
თქვენი აზრი დამიწერეთ :(