კითხვა N9789000 პასუხიაღზრდა, ძირითადი ღირებულებების სწავლება ყოველთვის დგას ნებისმიერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. აღზრდის მნიშვნელობასა და არსებას საგანგებოდ ეხება ,,დავითიანის'' თავი ,,სწავლა მოსწავლეთა" თუ განსწავლულობა კაცის ბედნიერებაა,უმისობა უბედურებად და ტანჯვად გადაექცევა მას-ყველა წუთისოფლურ ღირებულებას ,,მახე უგია ტავისა გასაყოფელი" და ,,თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი'' განათლება წაურთმეველი,მუდამ თანმყოფი საუნჯეა,ეს არის ერთადერთი მოსახვეჭელი ამქვეყნად,რომელიც მარადიულად რჩება ადამიანთან.,,ცოდნა თან დასედევს მცოდნელსა, რაზომსცა დაეტარების, აქვს უხილავი საუნჯე, ხელით არ შაეკარების; არც ცხადით ძალით წაერთმის,არც მადლით მოიპარების, ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!'' ,,დავითიანი''ეს არის სწავლის ძიების ქებათა-ქება. ნამდვილი,ჭეშმარიტი აღზრდა მართალი ადამიანური ბუნების პოვნაა.
ხშირად გამიგია მშობლებისგან, ისწავლე, რომ დიდი ადამიანი დადგეო..მე ხშირად ვფიქრობ სწავლის მნიშვნელობაზე, ყოველთვის ვხედავ ამის საჭიროებას, დედაჩემის თვალებში, როცა კომპიუტერის გამორთვას და წიგნის კითხვას მთხოვს, როცა ვუსმენ გადაცემას და ნაკლებ ხმარებადი სიტყვების მნიშვნელობას ვერ ვიგებ. რას ნიშნავს სწავლა ჩემთვის? ეს ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია,რომლითაც შეუგნებლად ვიღებ იმ ცოდნას და განათლებას, რომელიც დამეხმარება ჩამოვყალიბდე დამოუკიდებელ, მოაზროვნე პიროვნებად. ჩემთვის სწავლა მიზნებისა და ოცნებების ასრულების ერთადერთი საშვალებაა. უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში უსწავლელად ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ზოგჯერ ვფიქრობ რომ ეს უბრალოდ 12 წლიანი ტანჯვაა,მაგრამ მალევე ვხვდები რომ ჩემთვის სწავლა, ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია!
ბოლოში ვიტყუები