რას გვასწავლის ავთანდილის ანდერძი ვისაც დაგჭირდებათ შემოდით

რას გვასწავლის ავთანდილის ანდერძი ვისაც დაგჭირდებათ შემოდით

კითხვა N985511 2 პასუხი დღემდე არ შექმნილა მსოფლიო ლიტერატურაში „ვეფხისტყაოსნის“ ბადალიმხატვრული ნაარმოები. „ვეფხისტყაოსანი“ მკითხველს მაღალი ზნეობრივი იდეალებით აიარაღებს. სამშობლოს სიყვარულს, ძმობას, მამაცობას უნერგავს. პოეტის სტრიქონებიდან მთის წყაროსავით უხვად მოედინება სიბრძნის საგანძური, მაგრამ „ვეფხისტყაოსანში“ განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს ავთანდილის ანდერძი, მეგობრის დასახმარებლად მიმავალმა არაბეთის სპასპეტმა, გაპარვის წინ რომ დაუტოვა მეფეს. მორიდეული და გონიერი ავთანდილი დარმუნებულია, რომ უკადრის საქმეს სჩადის, სასახლეს მეფის უკითხავად რომ ტოვებს ,მაგრამ სხვა გამოსავალი არა აქვს. მას მეგობრის სიყვარულის ცეცხლი უგიზგიზებს გულში და ვერ შეძლებს მის უნახაობას. „ ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად“; „შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად“. -ევედრებოდა იგი აღმზრდელ მეფეს და პატიებას სთხოვდა. ავთანდილს ღრმად სჯეროდა, რომ როსტევანი გადადგმულ ნაბიჯს ბოლოს არ დაუგმობდა და აპატიებდა, რადგან: „კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა“ ავთანდილი თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, რომ დაარწმუნოს მოხუცი როსტევანი, ბრძენი ფილოსოფოსის, პლატონის შეგონებას იშველიებს: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“. სიცრუე და ორპირობა ყოველგვარი უხეირობის სათავეა, ამიტომ ვერ წარმოუდგენია ავთანდილს ძმასავით საყვარელი მეგობრის გაწირვა: „რადგან თავია სიცრუე ყოველსა უბედობისა, მე რად გავირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?! ავთანდილი ღრმად არის დარწმუნებული, რომ იგი სწორად იქცევა და მას ასეთ ნაბიჯს არავინ დაუწუნებს. მან იცის რომ ამქვეყნად ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, ამიტომ წუხილი, ცრემლის ღვრა და ვაება არას არგებს ადამიანს. ავთანდილს სასტიკად სძულს ომში დაღრეჯით მიმავალი მეომარი და თხოულობს ასეთთა უარყოფას. ავთანდილის აზრით ასეთი მამაკაცები ვერაფრით სჯობიან მქსოველ ქალებს: „რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?!“ ავთანდილმა იცის, რომ ამქვეყნად ყველაზე ძნელად ვაჟკაცის სახელია მოსაპოვებელი. „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!“ - გვირჩევს იგი. სიკვდილი ხომ უეცრად ეწვევა კაცს და დღეს ღამედ უქცევს.სიკვდილი არავის და არაფერს არ ერიდება. მისი „შავი ხელი“ ყველაფერს მუსრს ავლებს. ავთანდილის აზრით, სახელოვანი სიკვდილი სჯობს ნაზრაკ სიცოცხლეს: „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!“ ავთნდილი ამბობს: დავიყებას ნუ მისცემთ ჩემს სახელს, ვტოვებ უთვალავ სიმდიდრეს, გაეცით რათა მომიგონონ., „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი ობოლო, არას მქონენი: მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.“ იგი თავის ანდერძში ავლენს ჭეშმარიტ რაინდულ სულს, ზნეობას და სიფაქიზეს. იგი გვასწავლის საზოგადოების ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევას, მეგობრისადმი დახმარებას, მისთვის თავდადების აუცილებლობას, საზრიანი და გონივრული ცხოვრების საჭიროებას. მისი რწმენით მოკვდავმა ისე უნდა იცხოვროს, რომ მოიხვეჭოს ვაჟკაცის სახელი, ნათელი კვლი დატოვოს წუთისოფლიდან წასვლის შემდეგ. შერცხვენილ ყოფას არყოფნა სჯობია-ამბობს ავთანდილი და თავისი ცხოვრებით გმირობისა დ ვაჟკაცობის არაჩვეულებრივ მაგალითს იძლევა.