სტუმარ-მასპინძელი ჩემი უსაყვარლესი პოემა, ახლა მაგის სცენარზე ვმუშაობ სპეკტაკლი უნდა დავდგათ. თუ ნაწარმოები კარგად იცი წესით არ უნდა გაგიჭირდეს მაგ თემის დაწერა. ეგ თემა რომ დაწერო ჯერ უნდა დაიწყო ნაწარმოების სათაურის მიმოხლივით ანუ თუ რამხელა ტრადიციაა სტუმარ-მასპინძლობა, რომ მოსვლა სტუმრის ნებაა წასვლა კი მასპინძლისა, ასევე კარს შემოსული სტუმარი მასპინძელს აბარია და მასზეა დამოკიდებული თუ როგორ დაუხვდება და გაუმასპინძლდება. იქ ჯოყოლა ეუბნება კიდეც აღაზას აი სტუმარი მოგგვარე ღვთის წყალობაა ჩვენზედა აროგორც დახვდები დიაცო, ახლა ჰკიდია შენზედა. სტუმარი ღვთისაა ესეც გამოგადგება.
ჯოყოლა ვაჟკაცია იცის სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია და მტერიც კი შემოიპატიჟა სახლში, მართალია არ იცოდა, მაგრამ ის არ დაუდგა გვერდით ქისტებს და ზვიადაური არ გაყიდა, პირიქით მოძმედ დაუდგა და მისთვის იბრძოლა. ასე, რომ დასკვნის სახით უნდა დაწერო რომ სტუმარი ღვთისაა და მიუხედავად ყველაფრისა უნდა მივიღოთ და გავუმასპინძლეთ, ზღურბლს შიგნით ის ჩვენ გვაბარია და ჩვენი სტუმარია მიუხედავად იმისა თუ რა აქვს დანაშაული წარსულში ჯოყოლას არ იყოს, იქედან რომ გავა მერე უკვე შეუძლიათ შეიყპყრონ, მაგრამ ჯოყოლას სახლში შეპყრობა ჯოყოლას ოჯახის შეურაცყოფაა და ამბობს ჯოყოლა თავს ლაფს რად მასხამთ?!